ინდაურის რულეტი

ინდაურის რულეტი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საუკუნის ტრადიციებს იცავს და საახალწლო სუფრის მთავარ გმირად ისევ ინდაურს მიიჩნევს. 

 ინგრედიენტები 

1 ც ინდაურის მკერდი

4 ნაჭერი პური

6 ნაჭერი ბეკონი (კუბიკებად დაჭრილი)

1 ც ხახვი (წვრილად დაჭრილი)

1 ც კვერცხი

1/8 ლ რძე

50 გრ კარაქი

მარილი

შავი პილპილი

2 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი

პური გახუხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. კარგად შეწვით ბეკონი და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ხახვი, პური, რძე, ოხრახუში და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. 10 წუთის შემდეგ კი კვერცხიც შეურიეთ. მიღებული მიქსი მოათავსეთ ინდაურის მკერდის კანსა და ხორცს შორის, ზედაპირზე სუნელები მოაყარეთ და ფოლგაში მოათავსეთ. გააცხელეთ ღუმელი 70 გრადუსზე და ინდაურის მკერდი 8 საათის განმავლობაში გამოაცხვეთ. ინდაური გააგრილეთ, ფოლგა შემოაცალეთ და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დააბრუნეთ. გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თანაბრად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

ზევით