ისევ UGG-ების დროა - 2021 წლის ზამთრის ტრენდი

ugg trend cover

ზამთრის ფეხსაცმლის ტრენდის გამოცნობა პოკერის თამაშს წააგავს. წინასწარ არასდროს იცი, ვის რა გადაუტრიალდება თავში. შესაძლოა რომელიმე დიზაინერის ახალი კოლექციიდან ფეხსაცმელმა პირდაპირ მასებში გადმოინაცვლოს, ან პირიქით, კარგად დავიწყებული ძველი ახლებურად გაცოცხლდეს. წელს ასეც მოხდა! ისევ UGG-ების დროა, თუმცა ამჯერად ტრენდი ცნობილი ფეხსაცმლის მინი ვერსიაა.

ugg trend

კლასიკური მინი UGG-ებით ქუჩებში თავს არა ერთი ცნობილი სახე იწონებს. ვარსკვლავები თბილ ფეხსაცმელს სპორტულ, ყოველდღიურ და გამოსასვლელ სტილზე ერთნაირი წარმატებით ირგებენ.

ugg

UGG-ები მსოფლიო ტრენდად დაახლოებით ათწლეულის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მამაკაცებში დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, ვერც მომხმარებლის და ვერც მომწონებლის კუთხით. ისინი ხომ ქალის ფეხზე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს არიან მიჩვეული.

So what? აქსიომა: ვიცვამთ იმას, რაც ჩვენ გვინდა.

2021-ში კი UGG-ების squad-ს მამრობითი სქესიც აქტიურად უერთდება. ალბათ ერთმა ჭკვიანმა კლასიკურ ზამთრის ფეხსაცმელში ფეხი ისე, ინტერესის გამო ჩაყო და ვეღარც ამოყო.

ზევით