Carolina Herrera-ს Very Good Girl-ის გლობალური წარმატების შემდეგ, ბრენდმა ახალი, მეტად გლამურული Very Good Girl Glam წარმოადგინა. რთულად მოპოვებული ინგრედიენტებისა და განსხვავებული ექსტრაქციის მეთოდით დამზადებული სუნამო, ქალურ სიძლიერეს, უშიშარ ხასიათს და ბრწყინვალე სულიერ სამყაროს გამოხატავს.
2016 წლიდან მოყოლებული, Carolina Herrera-ს ქუსლიანმა ფეხსაცმელმა დაიპყრო სამყარო და ქალბატონების გული, დღემდე გრძელდება ახალ-ახალი ვარიაციების აღმოჩენა და სახასიათო ფლაკონის დახვეწა. Very Good Girl Glam -ის ფლაკონიც, მისი წინამორბედის Very Good Girl-ის გლამურული და დახვეწილი ინტერპრეტაციაა.
ამჯერად, წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ამოვლებულია ბრჭყვიალა ფანტელებში და დანახვისთანავე იპყრობს თვალსაც და გულსაც.
სუნამო შექმნილია პარფიუმერების - კვენტინ ბიშისა და ლუი ტერნერის მიერ, რომლებმაც ზუსტად გადმოსცეს ფლაკონის მნიშვნელობა არომატში. წითელი წვნიანი ბლის ექსტრაქტი საწყის ნოტაში, ხაზს უსვამს ქუსლიანი ფეხსაცმლის ფერს და დაპკურების მომენტიდანვე მიძინებულ ინსტინქტებს აღვიძებს.
„ბალი, ერთ-ერთი ამოუცნობი ხილია, ვინაიდან ერთი და იგივე ნაყოფი შესაძლოა ვარდისფერიც იყოს, ინტენსიური წითელიც და სისხლისფერიც“ - კვენტინ ბიში
სწორედ ასეთია Very Good Girl Glam-ის ქალბატონიც, გრაციოზული, მომნუსხველი, განსხვავებული ხასიათით, ხან ძლევამოსილი და უშიშარი, ხანაც მშვიდი და ნაზი.
ღრმა და ინტენსიური არომატი, გაჯერებულია ბუნებრივი ვანილის ექსტრაქტით, რომელიც გამოირჩევა ტკბილი და მომჟავო გემოებით. როგორც Carolina Herrera ამბობს: „სუნამო ქალის უხილავი აქსესუარია, თუმცა ქალი, რომელიც ატარებს Very Good Girl Glam-ს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და მას თამამად გამოხატავს არომატის საშუალებით.“
გასაოცარი ოლფაქტორული კომპოზიციის გულში, ჰაეროვანი ვარდის აკორდი ყვავის, რომელსაც დასასრულს მერქონოვანი ვეტივერი უერთდება და ერთიანობაში ძლიერ, მომხიბვლელ და მომაჯადოებელ სურნელს ქმნიან.
Carolina Herrera-ს გლამურული სურნელის Very Good Girl Glam აღმოჩენა, უკვე ისი პარის სურნელოვან თაროებზეა შესაძლებელი.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.