#მოდა

IT GIRL: 7 კაბა ჯენიფერ ლოპესის თაფლობის თვის გარდერობიდან

გაზიარება:

სიყვარულის ქალაქში ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაგვიანებულ თაფლობის თვეს ატარებენ. ლას-ვეგასში, 20 წლის შემდეგ გადახდილი სპონტანური ქორწილის შემდეგ, ჯეილოსა და ბენისკენ უცხოურმა მედიამ მთელი ყურადღება მიაპყრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ახალდაქორწინებულ წყვილს პაპარაცები ფეხდაფეხ დაჰყვებიან და ჩვენც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზი გავუსვათ ჯენიფერის ფემინურ და საოცრად რომანტიკულ პარიზულ სტილს.

Oscar de la Renta, Gucci, Reformation და Alexander McQueen - ეს იმ მოდის სახლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კაბებსა თუ კლასიკურ ორეულებში ჯენიფერ ლოპესი ბოლო დღეებში გამოწყობილი ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეილომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი თავისი საკულტო მომენტებით და გრაციოზული გამოჩენებით, მის პარიზულ სტილში არის რაღაც გამორჩეული, რაც ყველას ყურადღებას იქცევს.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

გამორჩეულ პარიზულ ლუქებზე საუბარს Reformation-ის ვარდისფერი კაბით დავიწყებთ, რომელიც ჯეილოს Tuileries Gardens-ში სტუმრობისას ამშვენებდა. მომღერალმა ნათელ საზაფხულო ფერს, Valentino-ს ხელჩანთა და ბუნებრივად შეკრული თმა შეუხამა.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

კიდევ ერთი მშვენიერი კაბა ჯენიფერის პარიზულ გარდერობში Oscar de la Renta-ს ყვავილებიანი თეთრი კაბა გახლავთ, გასული საუკუნის 50-იანი წლების შთაგონებით შექმნილი, რომელსაც მომღერალმა Fendi-ს cat-eye თეთრი სათვალეები, Birkin tote by Hermès და თეთრი ფლიპ-ფლოპები შეუხამა.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

ჯენიფერ ლოპესს Gucci-ს გრძელი ფერადი კაბა, Snow White Wood Mirror Box კლაჩი და Dolce & Gabbana-ს ვარდისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ამშვენებს.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

Reformation-ის კიდევ ერთ კაბაში, ამჯერად უფრო მინიმალისტურში, ჯენიფერმა სენას მდინარეზე გაიბრწყინა, სადაც ჯეილო და ბენი შვილებთან ერთად გემით გასეირნებისას დააფიქსირეს.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

53-ე დაბადების დღის წვეულების კაბა კი ჩვენი პირადი რჩეულია ჯენიფერის პარიზული გარდერობიდან. Et Ochs-ის შავი კაბა, გვერდზე ჭრილითა და ულამაზესი სილუეტით ის დახვეწილი ერთეულია, რომელმაც ჯეილოს სექსუალურობა და დახვეწილობა ერთდროულად შესძინა.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

ელექტრიკი ლურჯი კაბა Alexander McQueen-ის ქმნილება გახლავთ, ის ჯენიფერმა Dior-ის ხელჩანთასთან და Otra Eyewear-ის სათვალეებთან ერთად მოირგო.

ჯენიფერ ლოპესი, ჯეილო, თაფლობის თვის სტილი, პარიზული სტილი,

ბოლოს კი Forte Forte-ს შავ კაბას წარმოგიდგენთ ჯენიფერის პარიზული გარდერობიდან, რომელიც მომღერალმა Valentino-ს შავი ხელჩანთითა და Andrea Wazen-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გაამდიდრა.

ზევით