#მოდა

IT GIRL: ანჯელინა ჯოლის შვებულების სტილი შთაგონებისთვის

გაზიარება:

ანჯელინა ჯოლი 2022 წლის ზაფხულშიც კი რჩება სილამაზის, დახვეწილობისა და ელეგანტურობის ეპითომად. ნეიტრალური ფერებით, მინიმალური სტილით და ანჯელინასთვის დამახასიათებელი გრაციით, ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი რომის ქუჩებს იპყრობს და საზაფხულო შვებულების საუკეთესო ინსპირაციას გვთავაზობს.

„ინვესტიციას ყოველთვის ღირებულ ნივთებში ვდებ და მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიყენებ. ნივთების შეცვლა დიდად არ მიყვარს, ეს ჩემი სტილი არაა“ - ანჯელინა ჯოლი. 

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ანჯელინა ჯოლი ამჯერადაც თეთრი ფერის სილუეტებზე აკეთებს არჩევანს. იტალიაში საოჯახო შვებულებაში მყოფი მსახიობი პაპარაცებმა არა ერთხელ დააფიქსირეს თეთრი ფერის კაბაში, ორეულსა თუ კომბინეზონში. დიდი სათვალეებით, საყვარელი აქსესუარებითა და 2022 წლის ანჯელინასეული must have სანდლებით Valentino-სგან, მოდის საკულტო სახე შთაგონების საუკეთესო ლუქებს გვთავაზობს.

თუმცა გარდა თეთრი ფერისა, ანჯელინას გარდერობში აგრეთვე მოიძებნა იდეალური საზაფხულო მდოგვისფერი გამოყვანილი კაბა, ჩალისფერი შარვალი და ყავისფერი ორეული, რამაც იდეალურად დააბალანსა ჯოლის შვებულების სტილი და სრულყოფილი ნეიტრალური ჩაცმულობები წარმოგვიდგინა.

ზევით