#ცნობილები #მოდა

IT GIRL: ბელა ჰადიდი 90-იანი წლებით შთაგონებული ჩაცმულობით

გაზიარება:

ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ზაფხულის უკანასკნელ დღეებს ლონდონში მარკ კალმანთან ერთად ატარებს, ბელამ Instagram-ზე ახალი ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც მოდელს 90-იანი წლებით შთაგონებული ჯინსის შარვალი, შავი ტოპი და დიდი ზომის ტყავის მოსაცმელი ამშვენებს.

ბელამ ჩაცმულობას არა ერთი აქსესუარი შეუახამა, მათ შორის გამჭვირვალე ოთკუთხედი კულონი მბზინავი თვლების ყელსაბამით.

ბელა ჰადიდი ვინტაჟური სამოსის დიდ მოყვარულია, ღრმა ჭრილის კაბებითა და შარვლებით მოდის ინფლუენსერი ხშიად ჩნდება და თითოეული მათგანი მისი გამომწერების აღფრთოვანებას იმსახურებს, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.

ამავე დღეს, პაპარაცებმა სუპერმოდელი და მისი რჩეული დუა ლიპასთან და ბელას ძმასთან, ანვართან ერთად ვახშამზე მიმავალი დააფიქსირეს. როგორც ცნობილია ბელა ძმასთან და მის შეყვარებულთან ერთად დიდ დროს ატარებენ.

ზევით