#მოდა

IT GIRL: ელზა ჰოსკის საშემოდგომო ლუქი და UGG-ების დაბრუნება

გაზიარება:

შვედი სუპერმოდელი და ახალბედა დედა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, თუ ელზა ჰოსკის Instagram გვერდს ადევნებთ თვალს მაშინ გეცოდინებათ, რომ Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით, ინდივიდუალური ხედვითა და ახალთახალი ტრენდების დამკვიდრებით გამოირჩევა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by elsa hosk (@hoskelsa)

შესაძლოა დროში მოგზაურობასავით ჟღერდეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოდაში ჩვენთვის კარგად ცნობილი UGG ბრუნდება და ამაში სუპერმოდელი ელზა ჰოსკიც გვარწმუნებს. რამდენიმე დრის წინ ელზამ ახალი სტილის ფეხსაცმელი საშემოდგომო ჩაცმულობას შეუხამა. ჰოსკმა თეთრი ფერის ზედა, ჯინსის შარვალი, დიდი ზომის მოსაცმელი და სწორედ ყავისფერი UGG-ები მოირგო.

ჩაცმულობას ელზამ Celine-ის მინი ხელჩანთა და ყავისფერი სათვალეები შეუხამა.

 თქვენი არ ვიცით, თუმცა თავად ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია რამდენად მზად ვართ UGG-ების დაბრუნდებით თბილისის ქუჩებში, ელზა ჰოსკის ლუქი კი საკმაოდ მარტივი გასამეორებელია და ვაღიაროთ, რომ მისი ეს ჩაცმულობა შემოდგომის ერთი მშვენიერი დღისთვის ნამდვილად ზედგამოჭრილია.

Tazz Mule - UGG

 

ყიდვა

 Tazz Mule - UGG

 

ყიდვა

Tazz Mule - UGG

 

ყიდვა 

ზევით