როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
დახვეწილი, ელეგანტური საშემოდგომო სტილის შექმნის პროცესში, დიდი ძალისხმევის ჩადება სულაც არ არის აუცილებელი და ეს ამერიკელმა სუპერმოდელმა კენდალ ჯენერმა კარგად იცის. კენდალი მაქსიმალიზმის დიდი თაყვანისმცემელი არასდროს გახლდათ, პირიქით სუპერმოდელის ჩაცმულობა და ყოველდღიური სტილი მინიმალური დეტალებისგან შედგება და არც რამდენიმე დღის წინანდელი ჩაცმულობა ყოფილა გამონაკლისი.
25 წლის სუპერმოდელი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. კენდალს ამჯერადაც მარტივად ეცვა, ჯენერმა Acne Studios ყავისფერი სვიტერი, The Row-ს შავი ფეხსაცმელი და ჯინსის შარვალი მოირგო. აქსესუარებად კენდალმა საყვარელი სათვალე და მინი ჩანთა შეარჩია.
მიუხედავად იმისა, რომ კენდალმა არჩევანი ძვირადღირებულ სამოოსზე გააკეთა, მისი სტილი სულაც არ არის განსაკუთრებული და მისი გამეორება მარტივად შეიძლება.
MANGO - Knitted braided sweater
MANGO - High waist straight jeans
MANGO - Heel leather ankle boot