#მოდა

IT GIRL: ნინუცა ორჯონიკიძის 8 გამორჩეული საზაფხულო ჩაცმულობა

გაზიარება:

ნინუცა ორჯონიკიძე ნამდვილი ქართველი IT გოგოა, დახვეწილი, ელეგანტური და ყოველთვის საოცრად გემოვნებიანი ჩაცმულობით. ნინუცა მოდას საკუთარი თავის, განწყობისა და ემოციების გამოსახატად იყენებს, რთულია მისი სტილი ერთი სიტყვით შეაფასო, რადგან ის ყოველთვის იცვლება, თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ როგორ სტილზეც არ უნდა შეაჩეროს ტელეწამყვანმა არჩევანი, ამას ყოველთვის საოცარი დელიკატურობით აკეთებს.

ნინუცას გარდერობში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ როგორც სტილის მარადიული სიმბოლოები, ისეთი როგორიც პატარა შავი კაბა ან გრაციოზული წითელი სილუეტია, აგრეთვე ყოველდღიური სტილისთვის დამახასიათებელი ჯინსის შარვლები და კლასიკური თეთრი მაისურები.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად გადავწყვიტეთ, ყველაზე ცხელი სეზონის შთაგონება სწორედ ნინუცა ორჯონიკიძის სტილიდან აგვეღო, თქვენ წინაშეა ტელეწამყვანის 8 ყველაზე ინსპირაციული ჩაცმულობა:

1. პატარა შავი კაბა

2. საზაფხულო პრინტები

3. გამოყვანილი სილუეტი

4. ზღვისპირა ლუქი

5. უზურგო კაბა

6. აბრეშუმის ორეული

7. თეთრი დელიკატურობა

8. წვეულების წითელი

ზევით