ჯადოსნური ქვა და სილამაზის ფორმულა

ცნობილი ბლოგერების ინსტაგრამ გვერდზე სულ უფრო ხშირად ვხვდებით მინერალური ქვისგან დამზადებულ სახის როლერებს. რა არის როლერი, რატომ არის ის ასეთი კარგი და რა დადებითი თვისებები აქვს, ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ამ სტატიაშივე მოვუყრით თავს.

face roller

 

რა არის როლერი

როლერი, სახის ნაზი მასაჟის მეშვეობით, ლიმფური სისტემის სტიმულირებას ახდენს. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის ტონს და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, ამცირებს ნაოჭებსა და თვალის მუქ წრეებს, გამოდევნის ტოქსინებს.

რატომ არის სახის როლერი ასეთი კარგი?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სახის როლერი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც კანის ჟანგბადით გაჯერებას იწვევს, ეს კი თავის მხრივ მის გამოჯანსაღებაზე ზრუნავს. დღითიდღე შეამჩნევით კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, წვრილი ნაოჭების გაქრობას და თუ როგორ უბრუნდება სახის კუნთები საწყის ფორმას.

ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი კვარცის როლერი კი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ის არა მხოლოდ ლიმფურ სისტემას აუმჯობესებს და სახის იდეალური კონტურისთვის არის პასუხიმსგებელი, არამედ, ქვა, რომელიც ბუნებრივად გრილია, ანთებითი პროცესების შეჩერებასა და კანის დამშვიდებას უწყობს ხელს.

როლერის დადებითი თვისებები

სახის როლერს იყენებენ კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის განკუთვნილი ქსოვილის ნიღბების მაქსიმალური სტიმულაციისთვის, რათა ინგრედიენტებმა დერმაში უფრო ღრმად შეაღწიონ. თუმცა, როლერი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. დილით ან საღამოს, სახის გასუფთავებისა და დატენიანების შემდგომ, დაიტანეთ კანზე მკვებავი კრემი და რამდენიმე წუთის განმავლობაში როლერის მეშვეობით მასაჟი ჩაიტარეთ.

face roller

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვარდისფერი კვარცი ბუნებრივად გრილია, თუმცა თუ მას რამდენიმე წუთით საყინულეში მოვათავსებთ და შემდგომ გამოვიყენებთ, ეს სახის შეშუპებას მოგვიხსნის. ხოლო, თუ გავათბობთ მას, ამ პროცედურას სპა ეფექტი ექნება. 30 წამის განმავლობაში დააყოვნეთ როლერი ცხელ წყალში, გააშრეთ და ქსოვილის ნიღაბის დროს გამოიყენეთ.

ექსპერტების რეკომენდაცია

შეინახეთ სახის როლერი მაცივარში. ზედმეტად გაცივებული კვარცის ქვა ხელს შეუწყობს ფორების შევიწროებას, ხოლო დღის ბოლოს დაღლილი სახის კანის გამოცოცხლებას ან პირიქით, დილით შეშუპების შემცირებას. ასევე როლერი შესანიშნავია თავის ტკივილის დროს. გამოიყენეთ იგი კვირაში ორჯერ ან სამჯერ, მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში და რამდენიმე დღეში სარკეში ახალი, გაახალაგზრდავებული და გაბწყინებული „მე“ გაგიღიმებთ.

ზევით