#მოდა

ჟაკლინ კენედის სტილის საუკეთესო მომენტები #StyleIcon

გაზიარება:

პეტ ნიქსონმა კოსტუმებს დაუდო სათავე შარვლებით, ბეტი ფორდმა პრინტიანი ყელსახვევები გახადა მოდური, როსალინ კარტერმა ბოჰო სტილი გააკერპა, ნენსი რეიგანმა კი "რეიგანის წითელი" საკუთარ ნიშად აქცია. ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ პირველ ლედის ჰქონდა საკუთარი მოდური მომენტი, თუმცა ჟაკლინ კენედი ერთადერთია, რომლის მსგავსად დღემდე ვიმოსებით.

ძნელია ვიპოვოთ დიზაინერი, რომელიც მისის კენედის სტილით, გემოვნებით და ინდივიდუალიზმით არ იყო შთაგონებული, ჟაკლინი იმოსებოდა კომფორტულად, თუმცა მის ჩაცმულობაში იყო რაღაც საოცრად დახვეწილი და უნიკალური, რამაც კენედი სტილის მარადიულ კერპად აქცია.

ჟაკლინ კენედი მასაჩუსეტში, 1953 წელი.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ჟაკლინ ბუვიე მასაჩუსეტში, კენედების საგვარეულო სახლში მათ ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე (1953 წელი).

ჯეკი და ჯონ კენედი ქორწილის დღეს, 1953 წელი.

ჟაკლინი April in Paris-ის მიღებაზე, 1958 წელი.

ჯეკი ჯორჯთაუნში, 1960 წელი

კენედები საპრეზიდენტო ტურის ფარგლებში, 1961 წელი

ჟაკლინ კენედი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მიღებაზე, 1962 წელი.

კიდევ ერთი შეუდარებელი ჩაცმულობა ინდოეთში, 1962 წელი.

ჟაკლინი უყურებს America's Cup Race-ის პირველ ღონისძიებას, 1962 წელი.

კენედები სან-ანტონიოს აეროპორტში, 1963 წელი.

ჯონ და ჟაკლინ კენედები დალასში ვიზიტისას, 1963 წელი.

ჟაკლინი კამბოჯაში სტუმრობის დროს, 1967 წელი.

შოპინგი კაპრიში, 1969 წელი.

ჯეკი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას, 1970 წელი.

ჟაკლინი Metropolitan Opera House-ში ვიზიტისას, 1973 წელი.

კიდევ ერთი ვიზიტი Metropolitan Opera House-ში, 1979 წელი.

ჟაკლინი ნიუ-იორკში, კინოთეატრის დატოვების შემდეგ, 1981 წელი.

ზევით