როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ლეგენდარული მსახიობი, მოდელი, მომღერალი და კომპოზიტორი 70-იანი წლების სტილის ნამდვილი დედოფალია. თუმცა, ბევრი გოგო მას დღესაც ბაძავს ჩაცმულობითა და ვარცხნილობით, ხოლო მისი წინამო თმის სტილისტების თავსატეხია ახლაც.
60-იანი წლების დსაწყისში, როდესაც ჯეინ ბირკინი ეს ესაა კარიერას იწყებდა, თავისუფალ დროს არა კლუბებში, ფართო საზოგადოებაში, არამედ სახლში, ოჯახთან ერთად ატარებდა. ბირკინი რეპეტიციებიდან უმალ სახლისკენ გარბოდა, რათა დრო მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა.
სახლში ყოფნისას ჯეინ ბირკინი უპირატესობას მოკლე შორტებს, ჩითის კაბებსა და ტუნიკებს ანიჭებდა. თუმცა, არც საყვარელ ჯინსებზე ამბობდა უარს და მათ ნატურალური ბამბის პერანგებს უხამებდა.
მერე რა, რომ ლოქდაუნია, როგორც ხედავთ, სახლის პირობებშიც შესაძლებელია მოდურად ჩაცმა, ინსპირაციად კი, ჯეინ ბირკინის იშვიათ ფოტოებს გთავაზობთ.
სახლის სამოსად ბირკინი მოკლე შორტებს, ჩითის კაბებსა და ტუნიკებს ირჩევდა, თუმცა, ჯინსი და პერანგი მისი საყვარელი სამოსია ახლაც