#მოდა

ჯენიფერ ლოპესის 3 ზღაპრული საპატარძლო კაბის დეტალები

გაზიარება:

20 აგვისტოს, ჯორჯიაში, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ოჯახისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში, სიყვარულისა და ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ გაცვალეს, ამჯერად ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა, ჯადოსნური თეთრი კაბის, არა ერთის არამედ სამის, საქორწინო ტორტისა და გაზიარებული ბედნიერი მომენტების თანხლებით.

ჯენიფერ ლოპესს ზუსტი ხედვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო 20 წლით დაგვიანებული საქორწინო ცერემონია ბენ აფლეკთან. რასაკვირველია, უამრავი სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების პარალელურად, ჯეილომ საკუთარ საპატარძლო ჩაცმულობაზე საგულდაგულოდ იზრუნა. ზღაპრული დღისთვის მომზადება მომღერალმა რალფ ლორენს მიანდო და სპეციალურად ჯენიფერ ლოპესისთვის 3 ჯადოსნური კაბაც შეიკერა.

პირველი კაბა, რომლითაც ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა გამოყვანილი სილუეტითა და მაღალი ყელით გამოირჩეოდა. Ralph Lauren-ის გუნდმა ამ კაბის შექმნას ასობით საათი დაუთმო, მასზე საგულდაგულოდ აიკინძა 1000-ზე მეტი თეთრი ნაჭერი, რომელთა სიგრძემაც 500 მეტრი შეადგინა. ჯენიფერმა კაბას მეტი დრამატულობა გრანდიოზული ფატით შემატა.

Ralph Lauren-ის რიგით მეორე კაბა, რომელიც ჯენიფერმა მოგვიანებით მოირგო ე.წ. ჭაღის ფორმის, მარგალიტებით შემკული სილუეტი გახლდათ, აბრეშუმის ტიულის დეტალებითა და Swarovski-ს კრისტალებით. ამ კონკრეტულ საპატარძლო კაბაზე 30-მა მკერავმა 700 საათის განმავლობაში იმუშავა, დიდებული სილუეტი მთლიანად ხელით გახლავთ ნაქარგი.

რაც შეეხება დღის კულმინაციურ, მესამე კაბას, ის ქალთევზის სილუეტით, მკერდზე ღრმა ჭრილითა და თავსაბურავით გამოირჩეოდა. ჯენიფერ ლოპესის დღის საბოლოო კაბა აგრეთვე ძვირფასი ქვებით იყო შემკული.

დღის პატარძლის 3 დიდებული კაბის ფონზე, ბენ აფლეკმა Ralph Lauren Couture-ის სმოკინგი მოირგო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ახლად შეუღლებული წყვილის შვილები, აგრეთვე Ralph Lauren Couture-ის თეთრ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.

ზევით