ჯენიფერ ლოპესის ფანტასმაგორიული ვიდეო

ჯენიფერ ლოპესი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და საზოგადოების წინაშე ხან კოსმეტიკური ბრენდით წარდგება, ხან კი ახალი მუსიკალური ვიდეოთი. ამ ჯერზე, მომღერალი თაყვანისმცემლების წინაშე ახალი კლიპით In The Morning წარდგა, რომელიც სრული ფანტასმაგორიაა.

ჯენიფერ ლოპესი

ფრთები: Mother Plucker

და იშვა ჯენიფერ ლოპესი  სამყაროს უკიდურესი ზედა ფენიდან, საიდანაც ასევე იშვნენ მზე და ვარსკვლავები. და დაეშვა იგი სამყაროს პირველსაწყისიდან - ეთერიდან, სადაც ღმერთები ბინადრობენ

„ვიდეო სავსეა სიმბოლიკით, რომელიც ბნელ, ცალმხრივ ურთიერთობს ეხება და შესაძლებლობას გვაძლევს გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი თავის გარდა, არავის შეცვლა არ შეგვიძლია“,- წერს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ჯენიფერ ლოპესი. „გაიზარდე საკუთარი ფრთები და ჩამოცილდი მათ, ვისაც შენი დაფასება არ შეუძლია“. ანუ, დაიბადე ახლიდან, ისევე როგორც ჯენიფერი იბადება ამ ვიდეო კლიპში.

ჯენიფერ ლოპესი

კაბა: Iris van Herpen

სიურეალისტურ ვიდეოში ჯენიფერ ლოპესის სტილისტები აქტიურად იყვნენ ჩართული. ერთ-ერთ სცენაში, სადაც მომღერალი ეთერიდან ეშვება Iris van Herpen-ის ულამაზესი კაბა აცვია, ხოლო ანგელოზის ფრთებთან ერთად ლოპესმა კრისტალებით მორთული Augusto Manzanares-ის კაბა მოირგო. კლიპში ჯენიფერს ასევე Valentino-ს თეთრი მუმფულა ქურთუკი აცვია და Marianna Harutunian-ის კრისტალებით მორთული ნიღაბი უკეთია .

ჯენიფერ ლოპესი

კაბა: Marco Marco

ზევით