#მოგზაურობა

ჯიმ ქერის პირველი NFT - „გაცოცხლებული“ სანატორიუმი წყალტუბოში

გაზიარება:

ჯიმ ქერი NFT-ის ციებ-ცხელებას შეუერთდა და ამისთვის, არც მეტი არც ნაკლები წყალტუბოს ფოტო შეარჩია. მსახიობმა Twitter-ის პირად გვერდზე შეძენილი პირველი ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ციფრული ნამუშევარი სახელწოდებით Devotion რაიან კუპმანსის და ალისა ვექსელის კოლექციის The Wild Within-ის ნაწილი გახლავთ. ეს არის ციფრული ნამუშევრების სერია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სიცოცხლის შემოტანას საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებში.

ფოტო, რომელიც ჯიმ ქერიმ შეიძინა, საქართველოში, წყალტუბოში, საბჭოთა კავშირის პერიოდში სახელგანთქმულ ტურისტულ ლოკაციაზეა გადაღებული, რომელმაც პოპულარობა სამკურნალო წყლებით მოიპოვა. 1940-80 წლებში ამ სპას ათასობით ათამიანი ეწვია, მათ შორის იყო სტალინიც, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ამ სპამ ფუნქციონირება შეწყვიტა და დღეს ნანგრევებად არის ქცეული.

შენობის დემონტაჟი 1990-იან წლებში დაიწყო და დღეისთვის დიდებული არქიტექტურული ნაგებობიდან, მხოლოდ ცარიელი კედლებია დარჩენილი.

რაიან კუპმანსი წლების განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოში და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, იღებდა ფოტოებს მიტოვებული შენობებისა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი ალის უექსელთან თანამშრომლობით, ციფრულ ნამუშევარზე განათებისა და სტრუქტურის მანიპულაციით და ერიკ ტომის ხმების დამატებით მან სცენის ანიმაციად ქცევა მოახერხა. არტისტის მიზანი მიტოვებული შენობებისთვის, ციფრულ ფორმატში, ახალი სიცოცხლის მინიჭება გახლდათ, რაც მან მოახერხა კიდეც.

ზევით