#სილამაზე

JLo Body: ჯენიფერ ლოპესის სხეულის მოვლის ხაზი და თამამი ფოტოსესია

გაზიარება:

ჯენიფერ ლოპესმა ზუსტად იცის როგორ მოექცეს ყურადღების ცენტრში და როგორ შესთავაზოს მედიას ერთმანეთისგან განსხვავებული კონტენტი. თუ გასულ კვირას სოციალური მედია და ტაბლოიდები ჯეილოსა და ბენ აფლეკის 20 წლის შემდეგ გადახდილ სპონტანურ ქორწილზე საუბრობდნენ, დღეს მთავარი თემა მისი თაფლობის თვის ჩაცმულობა და არც მეტი არც ნაკლები თამამი ფოტოებია.

მოგეხსენებათ, ჯენიფერ ლოპესი სილამაზის სამყაროს 1 წლის წინ შეუერთდა. ჯეილომ მომხმარებელს თავი, კანის მოვლის ხაზით გააცნო, მოგვიანებით კი ახალ-ახალი პროდუქციაც შესთავაზა. ამჯერად, მომღერალი სხეულის მოვლის სერიით დაგვიბრუნდა და ამ ხაზისთვის დანიელა მიდენჯის ობიექტივში პირადად იპოზიორა. JLo Body-ს ფოტოები ჯენიფერმა 53 წლის იუბილეზე გაგვიზიარა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას დრო ვერაფერს აკლებს. 

„ჩვენ უკვე გამოვუშვით გასაოცარი პროდუქტები, რომლებიც მიზნად სახის კანის დაჭიმვასა და გამკვრივებას ისახავდა, ახლა დროა ეს ეფექტი სხეულზეც მოვახდინოთ“ - განაცხადა ჯენიფერმა მედიასთან საუბრისას. 

ლოპესი ამბობს, რომ ეს პროდუქტი არის ის, რაზეც „მთელი ცხოვრება“ ფიქრობდა, რადგან კარგად ახსოვდა დედის ბრძოლა ცელულიტთან და იმედგაცრუება, რომელიც ამ ბრძოლას მოჰყვებოდა ხოლმე. „მახსოვს, როგორ სურდა, რომ რაიმე ჯადოსნურ ფორმულას ეარსება, რომელიც მას გააქრობდა, სიმართლე ისაა, რომ ასეთი პროდუქტი არ არსებობდა“.

მაგრამ ჯენიფერის თქმით ის უკვე არსებობს პროდუქტი, JLo Body - რომელიც მეცნიერთა და ქიმიკოსთა გუნდის დამსახურებით შეიქმნა და მას შესამჩნევი შედეგის მოცემა შეუძლია. ჯეილოს თქმით საცხი რეალურად აუმჯობესებს კანის ვიზუალს, წითელი წიწაკის დამსახურებით, რომელიც სტრიების გაქრობას უწყობს ხელს და გუარანას თესლის ექსტრაქტის დახმარებით, რომელიც კანს სიგლუვეს და ბზინვარებას ანიჭებს. 

JLo Body by JLo Beauty Firm + Flaunt Targeted Booty Balm-ის შეძენა უკვე შესაძლებელია და ის 65$ ღირს. 

ზევით