#მოდა

ჯონ გალიანოს ფილმი Maison Margiela-თვის - ოდა ახალგაზრდებს

გაზიარება:

მოდის სახლმა Maison Margiela-მ და მისმა კრეატიულმა დირექტორმა ჯონ გალიანომ, 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია, ამჯერადაც ფილმის სახით წარადგინეს და ის იმ ახალგაზრდებს მიუძღვნეს, რომლებმაც პანდემია გადაიტანეს. დიზაინერისა და რეჟისორ ოლივ დანის ტანდემი შედგა და პარიზის მოდის კვირეულზე Maison Margiela-ს ახალი კოლექციის ჩვენება უჩვეულო, თუმცა ორიგინალური გზით გაიმართა.

საუნდტრეკის წყალობით, ფილმის პირველი ნაწილი, რადიკალურად განსხვავდება მეორე - მეტად მეამბოხე ნაწილისგან, რომელიც აღსავსეა მისტიკითა და პოეზიით. მოდური ფილმი თავიდან - ბოლომდე ილუზიაა და ის კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენების ინტერესით გვხიბლავს.

ფილმის მთავარი იდეაც ისაა, რომ დაგვაფიქროს და კითხვები გაგვიჩინოს. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და წინ კიდევ ბევრი რამ გველის - განაცხადა ჯონმა.

ჯონ გალიანო დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა თაობამ პანდემიის მაგალითზე ისწავლა, მათ ისე, როგორც ვერავინ სხვამ, გააცნობიერა, რომ ის რაც თავს დაგვატყდა დედამიწის პასუხია ჩვენს დაუდევრობაზე და რომ "ნორმალური" ცხოვრება, რომლისკენაც დაბრუნებას ასე ძალიან ვოცნებობთ ალუზიურია.

ყველაფრის მიუხედავად, ჯონ გალიანოს ფილმი მაინც თესავს იმედს მაყურებელში: "საზოგადოების რწმენის ძალა არასდროს დაგვიკარგავს, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჩვენი შრომა მის გარეშე. ერთად ყოფნა ხომ შემოქმედებითი პროცესის ნაწილია, ქმნილება კი ეკუთვნის როგორც ბრენდს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე მორალურ პრინციპებს იზიარებენ".

ზევით