#სილამაზე

კასანდრა ბენკსონის 3 მეთოდი აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად

გაზიარება:

არ აქვს მნიშვნელობა რომელი სოციალური პლატფორმის მომხმარებელი ხართ, თუ კი თავის მოვლის გურუებს ხშირად ადევნებთ თვალს, მაშინ კასანდრა ბენკსონი თქვენთვის აუცილებლად ნაცნობი სახე იქნება. კასანდრა კანის მოვლის ექსპერტი პირადი გამოცდილების შემდეგ გახდა, ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან ბენკსონს მწვავე სახის აკნე აწუხებდა. მასთან საბრძოლველად კი კასანდრამ საუკეთესო - მეცნიერული გზები შეისწავლა.

საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს კასანდრა გამომწერებს სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით უზიარებს. დღეს კასანდრას 3 მეთოდს წარმოგიდგენთ, რომელიც აკნეს წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ.

პროფესიონალური დახმარება

ზოგჯერ აკნესთან მიმართებაში თავის მოვლის საშუალებები უძლური ხდება, ეს განსაკუთრებით რთული კონდიციაა, რომელსაც არა ერთი განსხვავებული საფეხური გააჩნია. თუ კი ძლიერი აკნე გაწუხებთ, მაშინ დერმატოლოგთან ვიზიტის ჩანიშვნას გირჩევთ, ხოლო თუ კი გამონაყარი სახეზე ზომიერია, მაშინ სწორი მიდგომით და თქვენი კანის ტიპის მიხედვით შერჩეული პროდუქტებით, აკნეს აღმოფხვრას აუცილებლად მოახერხებთ.

დარწმუნდით, რომ სწორ ინგრედიენტებს მოიხმართ

იმის ნაცვლად, რომ სასწაულმოქმედი ინგრედიენტები ვეძებოთ პროდუქტებში, კასანდრა გვირჩევს, რომ დერმატოლოგების მიერ აპრობირებულ ინგრედიენტებს მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც აკნესთან ბრძოლის პროცესში არა ერთხელ გამოსცადეს და შეიყვარეს კიდეც. ერთ-ერთი მსგავსი ინგრედიენტი სალიცილის მჟავა გახლავთ.

The INKEY-ს სალიცილის მჟავის შემცველი სახის დასაბანი ჩემი ფავორიტია, ის ნამდვილად მეხმარება ცხიმის მოშორებაში და ნაზად ასუფთავებს სახის კანს.

Salicylic Acid Acne + Pore Cleanser

 

ყიდვა

დიეტა და სტრესი

სტრესი პირდაპირ კავშირშია ჰორმონების ცვლილებასთან, რომელიც თავის მხრივ კანზე ცხიმის გამოყოფას იწვევს - ამბობს კასანდრა. მართალია, სტრესის შემცირება ისეთი რამაა რაც გულით გვსურს, თუმცა მისი გაქარწყლება იმაზე რთული პროცესია, ვიდრე წარმოვიდგენთ, თუმცა შეგვიძლია სტრესის გამომწვევ მიზეზებს მივაკვლიოთ და მათთან დავიწყოთ ბრძოლა.

სტრესთან ერთად ყურადსაღებია ჩვენი კვების რაციონიც, კასანდრა ამტკიცებს, რომ ხშირად, აკნეს გამომწვევი მიზეზი სწორედ ჩვენი დღის რაციონია, სწორედ ამიტომ დღიურის წარმოება და ყოველდღიური შენიშვნების ჩაწერა აუცილებელია.

ზევით