#საზოგადოება #მოდა

Keep on dreaming! - ნინო ცქიტიშვილი

გაზიარება:

ნინო ცქიტიშვილის სახელი ძალიან ბევრ წარმატებულ მოდელთან ასოცირდება, მატილდა გვარლიანი, თაკო ნაცვლიშვილი, მარიშა ურუშაძე და სხვა ქართველი გოგოები, რომლებიც ხან პარიზში, ხან კი მილანსა და ნიუ-იორკში მოდის წამყვანი ბრენდების ჩვენებსა თუ კამპანიებში მონაწილეობენ. ნინო - მოდელი, „მის საქართველო 1997" და საქართველოში ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს Look Models-ის დამფუძნებელია.

ნინო მოგვიყევით კარიერაზე, პირველ ნაბიჯებზე...

სამოდელო კარიერა 27 წლის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე და ერთი პერიოდი ძალიან გატაცებული ვიყავი ამ სფეროთი, ვიცოდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს თავს სამოდელო სფეროს დავუკავშირებდი. ყოველთვის მინდოდა მემართა საკუთარი ბიზნესი და ზუსტად 12 წლის წინ გადავწყვიტე დამეარსებინა „ლუქმოდელსი“.

ნინო ცქიტიშვილი

ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა დამწყები მოდელებისთვის და ამ სფეროში  უფრო მეტი შესაძლებლობა მიმეცა ახალი თაობისთვის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 12 წლის წინ საქართველოს  საერთაშორისო აღიარების ტოპ-მოდელი არ ჰყავდა, ხოლო ჩვენი კომპანიის  დაარსების 1 წლის თავზე უკვე სამმა ქართველმა  მოდელმა  მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

ტოპ-სახელები, რომლებმაც Look Models-ით გაიკვალეს გზა...

თაკო ნაცვლიშვილი, მარიშა ურუშაძე, მატილდა გვარლიანი, ლიკა რიგვავა, თეკლა ჩიჯავაძე, თამარ გოგოლაძე, თეო კიკნაველიძე, გვანცა რევაზიშვილი, ზინი ქაჯაია.

რამდენად რთული ბიზნესია?

ზოგადად, სამოდელო სააგენტოს მართვა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით კი ჩვენს ბაზარზე, რადგან  გიწევს უამრავ სხვა და სხვა შეხედულების, მენტალიტეტის, ხასიათის  ადამიანთან ურთიერთობა. მაგრამ პირადად მე, მარტივად ვუმკლავდები ჩემი პროფესიისა და გამოცდილების დახმარებით.

ნინო ცქიტიშვილი

არც ისე დიდი ხნის წინ თავადაც კონტრაქტი გააფორმეთ ევროპულ სამოდელო სააგენტოსთან...

დიახ, სადღაც 1 თვის წინ ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ ევროპაში PARS MANAGEMENT - მა  შემომთავაზა თანამშრომლობა. აქამდე ამ სააგენტოსთან ვთანამშრომლობდი, როგორც მათი სკაუტი, ამჯერად კი, როგორც მათი მოდელი. აქვე გეტყვით რომ მე და ჰაიდი კლუმს გვყავს  ერთი აგენტი.

როგორ ახერხებთ იყოთ ლამაზიც, წარმატებულიც, საოცარი დედაც, მეუღლეც, მოკლედ, wonder Woman-ობას როგორ ახერხებთ?

ძალიან დიდი მადლობა, თუ კი თვლით, რომ Wonder women ვარ! ალბათ ამ ყველაფერში, ჩემი საუკეთესო თვისება - პასუხისმგებლობის 100% გრძნობა მეხმარება.

სუპერ წარმატებულ გოგოზე - თაკოზეც გვითხარით, რა სიახლეები აქვს?

სუპერ წარმატებულ გოგოზე, თაკო ნაცვლიშვილზე  დედის პოზიციიდან ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ რამდენიმე სერიოზული პროექტი იგეგმება, რომელსაც მალე გაგიზიარებთ. ასევე რამდენიმე დღის წინ ჰქონდა გადაღება ერთ-ერთ ფრანგულ წამყვან  ბრენდთან  პარიზში.

რა რჩევას მისცემთ გოგოს, რომელსაც მოდელობა სურს? 

არასდროს არ დანებდეთ, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა. Keep on dreaming!

ფოტო: ანა კოსტომაროვა

ზევით