24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად ასობით ცნობილმა ადამიანმა აიმაღლა ხმა, მათი ნაწილი ძალადობას გმობდა, ნაწილი კი ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. ქეით ბლანშეტი ერთ-ერთი მსახიობი გახლდათ, რომელიც ომის გამოცხადების დღიდან გვერდით ედგა უკრაინელებს და ამას დღემდე აგრძელებს.
ავსტრალიელმა მსახიობმა უკრაინის დასახმარებლად ახალ გზასაც მიაგნო - რაც უკრაინული ბრენდების მხარდაჭერით გამოიხატება.
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელები, ქეითის ფოტოებმა დაიპყრო, რომელშიც მსახიობს უკრაინის დროშის ფერებში შექმნილი კლასიკური ორეული ამშვენებდა. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული ბრენდის Grayscale-ს ლურჯ-ყვითელი კოსტიუმი, სხვა ნივთებთან ერთად ქეით ბლანშეტმა UNHCR-ს გადასცა, დონაციის მიზნით და ის შემოდგომაზე აუქციონზე გაიყიდება.
ლუჯ-ყვითელი ორეული Grayscale-ს კაფსულა კოლექციის ნაწილი გახლდათ, რომელიც ბრენდის ავთენტური დიზაინით - ვიწრო ზოლით, უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა.
ქეით ბლანშეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩია ლტოლვილთა საკითხებში, მას არაერთხელ გამოუთქვამს მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. მარტში, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ვიდეო მესიჯი გაავრცელა, რომელშიც მაყურებელს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად შემოწირულობის გაღებისკენ მოუწოდებდა.
მოგვიანებით, ქეით ბლანშეტმა პროდიუსერიც ამპლუაც მორიგო და კოლეგებთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით Kharkov – Ukraine: Life Under Attack იმუშავა.
ლუსი ჰეილის Joyroad: უდარდელი ვესტერნული შეგრძნებები - Weekend Max Mara-ს ახალი Signature კოლექცია 2024-25 წლების შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ამერიკელ მსახიობთან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში ბუნების წიაღში საგზაო მოგზაურობასთან დაკავშირებული თავისუფალი სულისკვეთება არის არეკლილი.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.