#სილამაზე

KEMON - თმის მოვლის იტალიური პრემიუმ ხარისხი

გაზიარება:

Kemon იტალიური თმის მოვლის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდია, რომლის აღმოჩენაც ექსკლუზიურად profbeauty.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი.

1959 წელს სან გიუსტინოში (უმბრიაში) კოსმეტიკის წარმომადგენლის, პარტენიო ნოჩენტინისა და მისი სტილისტი მეუღლის, ამალია ჯენიტილის მიერ კომპანიის დაარსებიდან სამი თაობის განმავლობაში Kemon-ს ნოჩენტინების ოჯახი უძღვება. კომპანიას დასაწყისიდანვე ჰქონდა ღრმა კავშირი უმბრიის ადგილობრივ გარემოსთან, მწვანე გორების, მინდვრებისა და ტყეების ლანდშაფტთან. ბუნების პატივისცემა ყოველთვის იყო მისი მთავარი ღირებულება და კომპანიის ხედვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. 

Kemon-ის ბრენდის იდენტობა დაფუძნებულია სამ უმთავრეს პრინციპზე: „გულწრფელობა“, „შორს ხედვა“ და „სილამაზე“. წლებთან ერთად ის სულ უფრო და უფრო მეტად ფოკუსირდება გარემოს დაცვაზე, სერტიფიცირებულ ხარისხზე, ინოვაციებსა და ახალ გამოგონებებზე.

KEMON Bellessere Shampoo

ყიდვა

გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად, Kemon ახორციელებს ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა: სუფთა ენერგიის მოხმარება, ბუნებრივი რესურსების შენახვა-შენარჩუნება, შეფუთვის შემცირება და გადასამუშავებლად ხელსაყრელი შესაფუთი მასალის გამოყენება.

KEMON Bellessere Balm

ყიდვა

Kemon-ის პროდუქციის ხარისხი დამოწმებულია ისეთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანოების მიერ, როგორებიცაა ICEA (Cosmos Organic, Icea Vegan) და ISO (ხარისხის მართვის სისტემა), რაც მაღალი ხარისხისა და წარმოების მენეჯმენტის, უსაფრთხოებისა და გარემოზე ზრუნვის დამადასტურებელი გარანტია.

2006 წელს კომპანიის საწარმო ქარხნის მახლობლად მდებარე 20 ჰექტარზე მეტი ორგანული მეურნეობის მიწა Kemon Open Lab-ად ანუ ღია ცის ქვეშ განთავსებულ სამკურნალო მცენარეების კვლევისა და ტესტირების ლაბორატორიად გადაკეთდა. სწორედ ესაა ადგილი, სადაც Velian Complex შეიქმნა. Velian Complex კომპანიის მიერ დამზადებული უნიკალური ნივთიერებათა ნაზავია, რომელიც ოთხი მცენარეული ექსტრაქტისგან (ქერიფქალას ყვავილი, ნეგო, სელი, დაიერის გვირილა) შედგება და ანტიოქსიდანტური, დამარბილებელი, დამამშვიდებელი და დამცავი თვისებებით გამოირჩევა. ის Kemon-ის ყველა პროდუქტშია წარმოდგენილი.

KEMON Liding Color Mask

ყიდვა

Kemon-ის დიდი ხნის მოქმედ, პროფესიონალურ R&D ლაბორატორიებში დამზადდა BCC-ის კომბინირებული ნაერთიც. BCC ანუ Bond Creator Complex ბუნებრივი მოლეკულების კომპლექსია სინერგიული მოქმედებით, რომელსაც თმის აღდგენის ძალა აქვს. 

Kemon-ის ასორტი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: სტილის, მოვლის და ტექნიკურ სეგმენტად. ტექნიკურ სეგმენტში (თმის შეღებვისა და გაღიავებისთვის) წარმოდგენილია: Yo Color System, Cramer, Lunex და Unamy პროდუქტები, თმის მოვლის სეგმენტში შედის Liding-ის ხაზი, ხოლო Hair Manya თმის სტილისა და ვარცხნილობის კატეგორიას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ არსებობს პროდუქტების დამატებითი ხაზიც - Actyva, რომელიც სამივე სეგმენტს მოიცავს და მეცნიერებასა და ბუნებას შორის გავლებულ საზღვარს წარმოადგენს.

KEMON Liding Nourish Spray 2 phase

ყიდვა

ხარისხი, შრომა, ინოვაცია და მდგრადობა - ესაა Kemon-ის მთავარი, გამოსარჩევი მახასიათებლები, რომლებიც თაობებისთვის გადმოცემული ცოდნისა და ინოვაციურ-ავანგარდული კვლევების სრულყოფილ კომბინაციას იძლევა.

Kemon-ის პროდუქცია 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს ბიზნეს ურთიერთობებს მრავალრიცხვოვან პარტნიორებთან.

KEMON Volume Shampoo

ყიდვა

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების ქსელი ბევრად უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტების გაყიდვაა. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს საგანმანათლებლო სემინარებსა და სერვისებს სვთავაზობს, სადაც გამოცდილი პედაგოგების მიერ სპეციალისტების გადამზადება ხორციელდება. 

Kemon-ის R&D ლაბორატორიები მუშაობენ მუდმივად, რათა ბაზარზე შემოიტანონ ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც სრულყოფილად გააერთიანებს მრავალწლიან ცოდნასა და კრეატიულობას. ესაა მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი და ეკოლოგიისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ვინაიდან ინოვაციებისა და მდგრადობის წარმატებით შერწყმა ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, კომპანია ინვესტიციას დებს Industry 4.0 ტექნოლოგიებში და გადამუშავებლად ხელსაყრელი შესაფუთი მასალების დამზადებაში. კომპანიის სამომავლო ხედვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განათლებაც. შესაბამისად, Kemon მუშაობს მომხმარებელთა ფართო საგანმანათლებლო შეთავაზებებით უზრუნველყოფაზე, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორი სალონების განვითარებასა და პროფესიულ ზრდას.

ზევით