#მოდა

კიარა ფერანი ირჩევს ქართულ ბრენდ MACH&MACH-ს

გაზიარება:

იტალიელი მოდის ინფლუენსერი კიარა ფერანი არჩევანს, Mach&Mach-ის ყველაზე მოთხოვნად მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე აკეთებს, რომელიც ცნობილი ადამიანების ფავორიტ ერთეულად არა ერთხელ ქცეულა.

ულამაზეს დაისის ფონზე კიარა ფერანიმ, მაღალწელიან ჯინსის შარვალში, შავ ბოდესა და Mach&Mach-ის შავ ფეხსაცმელში გამოწყობილმა იპოზიორა, რომელსაც მბზინავი ბანტი და ძვირფასი ქვები ამშვენებს.

უკვე რამდენიმე წელია, დიზაინერებისა და დების, გვანცა და ნინო მაჭარაშვილების ბრენდი Mach&Mach-ი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ქართული ბრენდის კოსტუმში გამოწყობილმა ქეთი პერიმ, მუსიკალური ტურნე გახსნა, კაილი ჯენრემა და ჯიჯი ჰადიდმა Mach&Mach-ის სამოსში ნიუ-იორკის ქუჩებში გაიბრწყინეს, ქართული ბრენდის პროდუქცია თავად Vogue-ს ფურცლებზეც კი მოხვდა.

კიარა ფერანის რჩეული ფეხსაცმელების შეძენა, როგორც Mach&Mach-ის შოურუმში, აგრეთვე ონლაინ საიტებზეც შეგიძლიათ.

Double Bow Satin Pumps

 

 ყიდვა

ზევით