#მოდა

კიარა ფერანი Dior-ის კაბებით, გენდერული სტერეოტიპებისა და სიძულვილის წინააღმდეგ

გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ინფლუენსერი კიარა ფერანი გასულ ღამეს, რიგით 73-ე Sanremo 2023 Festival-ის საპატიო სტუმართა შორის იყო. წლების განმავლობაში, მიპატიჯებაზე მრავალგზის ნათქვამი უარის შემდეგ, კიარა, ეფექტური დებიუტი ფესტივალზე შედგა, ინფლუენსერმა Sanremo 2023-ის სცენა ძალადობის, სიძულვილისა და სექსიზმის წინააღმედ ხმის ასამაღლებლად გამოიყენა.

მნიშვნელოვანი გზავნილის გასაკეთებლად, კიარა ფერანის სიტყვები საჭირო არ იყო, ამას მის ნაცვლად Dior-ის ლუქები აკეთებდნენ. კიარამ ფესტივალის პირველ საღამოს, სპეციალურად მისთვის შექმნილი 4 განსხვავებული კაბა მოირგო, განსხვავებული ქვეტექსტებითა და მნიშვნელობებით.

„როდესაც კაბებზე დავიწყეთ ფიქრი, მივხვდით, რომ არ გვსურდა უბრალოდ ექსცენტრიკული ან ლამაზი კაბების წარმოჩენა, ვიფიქრეთ, რომ იტალიის ყველაზე პოპულარული სცენიდან, მოდის დახმარებით სოციალური მესიჯით წარდგომა უფრო ჭკვიანური იქნებოდა” - წერს Dior-ის კრეატიული დირექტორი.

საღამოს პირველი კაბა კიარასგან Dior-ის შავი კლასიკური სილუეტი გახლდათ, რომელსაც თეთრი დეტალი და მასზე დატანილი მანიფესტი ამშვენებდა. Sanremo 2023-ზე, ფერანის პირველი გზავნილი ქალებს ეკუთვნოდათ, კაბაზე დატანილი მარტივი, თუმცა შთამაგონებელი წარწერა Pensati libera (გაათავისუფლე საკუთარი თავი), კლერ ფონტეინის ნაწარმოებიდან იყო მოშველიებული და ქალებს, იმ როლიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რომელიც მათ საზოგადოებამ დააკისრა.

Pensati libera ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც სურს, უბრალოდ იყოს საკუთარი თავი, განსჯის გარეშე.

კიარა ფერანის საღამოს რიგით მეორე ლუქი შიშველი კაბა გახლდათ, ათასობით მიკროკრისტალისგან დამზადებული კაბა იდეალურად გამოკვეთდა კიარას სხეულს და კიდევ ერთხელ საუბრობდა სიტყვების ნაცვლად.

„ქალის საკუთარი სიშიშვლით შემოსვა ნიშნავს იმას, რომ მას არაფერი აქვს დასამალი, რომ ის ხელშეუხებელია, რომ ის საკუთარ სხეულში მნიშვნელობასაც დებს, რომელიც სცილდება მამაკაცის სურვილს“ - წერს Dior-ის კრეატიული დირექტორი - „ეს კაბა პატივს სცემს ქალის სხეულის სილამაზეს იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება მათ რეპროდუქციულ უფლებებს, ართმევს მათ სწავლისა და მუშაობის თავისუფლებას, თელავს მათ მშვიდობიან ცხოვრების უფლებას ომით”.

კიარა ფერანის მესამე კაბა Sanremo 2023 Festival-ზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ იყო მიმართული, იმ სიძულვილის, რომელსაც კიარა სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად იღებს. კაბის შექმნის იდეა, მარია გრაცია კიურის გაუჩნდა, თეთრ კაბაზე შავი სიტყვები, როგორც წიგნის გვერდი, რომელიც მოგვითხრობს უნაყოფო ზიზღის შესახებ. „Sanremo-ს სცენაზე ამ კაბით გვსურდა შეგვეხსენებინა ქალებისთვის - არასდროს დაეცეთ სხვისი სიტყვების გამო, მხოლოდ თქვენი საყვარელი ადამიანების აზრია მნიშვნელოვანი”.

და ბოლოს, Sanremo 2023 Festival-ის საპატიო სტუმარი, სცენაზე, გალიის კაბით გამოჩნდა, რომელიც ახალგაზრდა თაობების გენდერული სტერეოტიპებისგან გათავისუფლების მესიჯს მოიაზრებდა. მარია გრაცია კიურის ნამუშევარი ასახავდა იმედს, იმედს იმისა, რომ პატრიარქატის მიერ დადგენილი დოგმები საბოლოოდ დაირღვევა. ეს კაბა მიეძღვნათ ჯერ კიდევ პატარა გოგოებს, რომლებისთვისაც მომავალს დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნით. 

ზევით