კიმ კარდაშიანი და ქანიე უესთი განქორწინებას აპირებენ

კიმ კარდაშიანის განქორწინება

ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა წყვილმა, რომლის ურთიერთობებიც, სულ ცოტა ხნის წინ, იდეალური ჩანდა, განქორწინება გადაწყვიტა. როგორც წყვილთან დაახლოებული პირი იუწყება - „ეს განქორწინება გარდაუვალია!“ კიმ კარდაშიანმა უკვე განქროწინების ადვოკატიც დაიქირავა - ლორა ვასერია, რომელიც ამ სფეროიში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ადვოკატად ითვლება. ლორა ვასერი ანჯელინა ჯოლის, ჰეიდი კლუმისა და თავად კარდაშიანსაც წარმოადგენდა მისი პირველი განქორწინებისას 2011 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ქანიე უესტმა არდადეგები კარდაშიანისა და მისი ოჯახისგან განცალკევებით, ვაიომინგის მდიდრულ რანჩოზე გაატარა.

კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესტის ქორწილი

კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესთის ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. 2014 წელს კი წყვილმა იტალიაში პომპეზურად იქორწინა და ჰყავთ ოთხი შვილი: ნორთი, სეინთი, ჩიკაგო და ფსალმი.

კიმ კარდაშიანაი და ქენიე უესტი

მიუხედავად იმისა, რომ კიმი და ქანიე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილია მსოფლიოში, მათ ძალიან ბევრი სირთულის გავლა მოუწიათ ერთად, მათ შორის ქანიე უესთის პრობლემები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. წყვილის განქორწინებაზე ჭორები 2016 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც უესთი გადაღლილობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს - ექიმის დასკვნაში კი ეწერაა: „დროებითი ფსიქოზი, ძილის უკმარისობისა და გაუწყლოების გამო". ამ დროიდან გავრცელდა ინფორმაცია ქორწინებაში არსებული პრობლემებისა, უსიყვარულო ურთიერთობისა და კიმის იმედგაცრუებების შესახებ.

კიმ კარდაშიანი

ზევით