კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ჰოლივუდის ფეშენისტა მსახიობები მაღალი მოდის სამოსით იწონებდნენ თავს. SAG Awards-ის სტუმრები წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ნატიფი სამოსით იყვნენ წარმოდგენილი. ალი ვონგის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე საღამოს მთავარ მომენტად იქცა. მსახიობს, რომელიც ნომინირებული გახლდათ სატელევიზიო სერიალებში ქალი მსახიობის გამორჩეული როლისთვის, ჰოლანდიელი დიზაინერის Iris van Herpen კაბა ემოსა.
ხაზი უნდა გავუსვათ მარგო რობის ბარბისებრ კაბას. და ზოგადად, არაერთი მსახიობი იწონებდა თავს წითელ ხალიჩაზე საკუთარი ფილმით ინსპირირებული ლუქით. მათ შორის იყო დანიელ ბრუკსიც, რომელსაც კრისტიან სირიანოს იასამნისფერი კაბა ეცვა. მსახიობის ბოლო ფილმია The Color Purple.
საღამოს ულამაზეს კაბებსა და კოსტიუმებს შორის რებელა ბილი აილიშს გამოარჩევდით, რომელმაც კლასიკურ სამოსს სკოლის მოსწავლის სამოსით ინსპირირებული ლუქი არჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საღამოს მთავარი ტრენდად ხელთათმანები გამოიკვეთა. ჯოი კინგი, კათრინ ჰანი, ლავერნ კოქსი, ბარბრა სტრეიზანდი და სხვა მსახიობები დაჯილდოების ტრენდსეტერები აღმოჩნდნენ. საინტერესოა, აისახება თუ არა ხელთათმანების ტრენდი ქუჩის მოდაზე.
The Devil Wears Prada-ს მსახიობები 18 წლის შემდეგ კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ნომინაციის გამოსავლენად შეიკრიბნენ. ჰოლივუდის საუკეთესო სამეული from head to toe ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ამანდა პრისლი იამაყებდა.
დაჯილდოებაზე ემი ბლანტს Louis Vuitton-ის წითელი კაბა ემოსა და Tiffany & Co-ს ბრილიანტები ჰქონდა ასხმული. ენ ჰეთეუეის კი ატელიე ვერსაჩეს ლურჯი კაბა 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან და ის შეუდარებლად გამოიყურებოდა. რაც შეეხება მერილ სტრიპს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ეშმაკს ნამდვილად ემოსა Prada!
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.