#დეკორი

კორტნი კოქსის სახლი მაიამის სანაპიროზე - ნამდვილი ოაზისი „მეგობრებისთვის“

გაზიარება:

მანამ სანამ კორქნი კოქსი სამსახიობო კარიერას აირჩევდა, არქიტექტორობაზე ოცნებობდა. ჰოლივუდში საოცრად წარმატებული კარიერის მოწყობამდე, კოლეჯში არქიტექტურულ კურსებზეც კი ჩაეწერა და რეკონსტრუქციის, დეკორაციისა და რენოვაციის მიმართ ინტერესი არასდროს დაუკარგავს. ცნობილ სატელევიზიო სიტკომებში Friends-სა და Cougar Town-ში გამოჩენის შემდეგ, კორტნიმ საშინელებათა ფილმის Scream-ის რამდენიმე სერიაშიც მიიღო მონაწილეობა და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, იმისთვისაც გამონახა დრო, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გატაცებას მიჰბრუნებოდა და საკუთარი სახლი გაერემონტებინა მალიბუში.

სახლი სანაპიროზე, კორტნიმ, პირველ ყოვლისა მისი პრივატულობის გამო შეარჩია. შუასაუკუნეების სტრუქტურით ნაგები სახლი ორ ჰექტარზეა გაშენებული და წყნარ ოკეანეს გადმოჰყურებს. სახლს საკუთარი ჩოგბურთის კორტები და მარილიანი წყლის აუზი აქვს. კოხტა, ფუტურისტული, ლოტნერის დიზაინით შექმნილი რეზიდენცია იყო „ყველაზე საოცარი ადგილი, სადაც კი ოდესმე მიცხოვრია“ - ამბობს კორტნი, თუმცა მას რენოვაცია სჭირდებოდა, თანაც არა ნაწილობრივი, არამედ სრული. 

მსახიობმა ლორა დერნმა კორტნის, არქიტექტორი მაიკლ კოვაკი ურჩია, კოქსმა აგრეთვე დაიქირავა ტრიპ ჰეენიში ინტერიერის დიზაინერად და საკმაოდ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესში თავით გადაეშვა. კორტნი კოქსი მონაწილეობას იღებდა თითოეული დეტალის შერჩევაში, სამზარეულოსა და აბაზანის ფილებიდან დაწყებული, ჩოგბურთის კორტების საფარის ფერით დამთავრებული.

მე მაქვს საკმაოდ მყარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა მინდა და რატომ - კორტნი კოქსი.

„ყოველ კვირა დღეს სახლში სტუმრები მყავს. ამას, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვაკეთებ. ბავშვობაში, დეიდასთან, ბიძასთან და 21 ბიძაშვილთან ერთად, ბებია-ბაბუის სახლში დავდიოდი. მართალია, ლოს-ანჯელესში არ მყავს ამხელა ოჯახი, მაგრამ მიყვარს, როდესაც კვირა დღის მეორე ნახევარში ერთად ვიკრიბებით, ჩოგბურთს ვთამაშობთ, ვჭამთ და ბავშვების აუზში ცურვას ვუყურებთ. ამას ჩემს ცხოვრებაში საოცრად დიდი ბედნიერების გრძნობა შემოაქვს. გარე სივრცე, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სახლში“ - აცხადებს კორტნი.

ზევით