#სილამაზე

კრემების ანა-ბანა

გაზიარება:

კითხვა, რომელიც პერიოდულად გვებადება, და მაინც, რა განსხვავება არის BB,CC და DD კრემებს მიღმა და რა დანიშნულება იმალება მათ შემდგენლობაში? 

შევეცდებით კრემების ანა-ბანას მარტივი და სახალისო გზამკვლევი შეადგინოთ, რათა ყიდვისა და მოხმარების პროცესი უფრო გაგიმარტივოთ.

ანა-ბანა (Alphabet) კრემები პირველად კორეაში გამოჩნდა და ის ელვის სისწრაფით აღმოჩნდა არამხოლოდ ვიზაჟისტების კოსმეტიკური ჩანთები, არამედ მსოფლიოში ყველა გოგოს გული დაიპყრო. 

BB კრემი რამდენიმე მნიშვნელოვანი ბენეფიტით გამოირჩევა. მზისგან დამცავ ეფექტთან ერთად, კანის სიგლუვესა და დატენიანებასაც ითავსებს და კანის ბუნებრივი ტონის ერთგვაროვან ეფექტზეა პასუხისმგებელი.  BB კრემი კანის ხანგრძლივი დროით დატენიანებასა და ერთგვაროვანი ტონის მინიჭებას უზრუნველყოფს. 

MISSHA - BB კრემი, PSP

CC კრემი ამ სამეულში ყველაზე ღია შეფერილობის კრემია, თუმცა კანზე დეფექტების დამალვას საკმაოდ კარგად ახერხებს. თუ აკნეს ლაქები, სახეზე არასასურველი სიწითლე და თვალის ჩაშავებული უპეები თქვენც გაწუხებთ, მაშინ CC კრემი სწორედ თქვენთვისაა.

YVES SAINT LAURENT -  - CC კრემი

DD კრემი კი, BB და CC კრემების ეფექტების სინთეზია, თუმცა მისი ძირითადი დანიშნულება ანტი-ეიჯ ნიშნებთან ბრძოლაა. ახალი თაობის კრემი, კანის ტონის დაბალანსებასთან ერთად, მიმიკურ თუ ასაკობრივ ნაოჭებსაც გაგიქრობთ.

DERMAdoctor - DD კრემი

 

ზევით