#სილამაზე

„კრისტიან ბრეტონი“ - ბუნებრივი ბოტოქსი ინექციების გარეშე

გაზიარება:

სილამაზისთვის, მსხვერპლის გაღება აუცილებელი აღარ არის, ბიუთი სამყარომ ქალებს ახალგაზრდობის საიდუმლოს არაინვაზიური მეთოდები უკვე რამდენიმე ათწლეულია გაუზიარა და ზღაპრული პროდუქტებით არჩევანის თავისუფლება დაუტოვა.

დღეს, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია ნაოჭებს ინექციებით შევებრძოლებით თუ ჯადოსნურ პროდუქტებს გამოვიყენებთ, ან სულაც ორივეს ერთად.

კრისტიან ბრეტონი - ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც ნაოჭსაწინააღმდეგო სახისა და თვალის მოვლის საშულებებს მოიცავს. ის იმ ზღაპრულ ბრენდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჩვენი სილამაზისთვის დაუღალავად შრომობენ. კრისტიან ბრეტონის მთავარი დევიზია - ბუნებრივი ბოტოქსი ინექციების გარეშე, თუმცა მისი პროდუქტების ეფექტურობა ინექციების გასახანგრძლივებადაც იდეალურია.

 ბრენდს განსაკუთრებულს უნიკალური კომპონენტების ერთობლიობა ხდის, 22-ზე მეტი დასახელების პროდუქტის გამოყენება კი 25-30 წლიდან პრევენციის, მოზრდილ ასაკში კი ღრმა ნაოჭების მოვლისთვისაა მიზანშეწონილი.

კრისტიან ბრეტონის ისტორია

ბრენდის შექმნის ისტორია საფრანგეთში,1960 წლიდან იწყება, როდესაც კრისტიან ბრეტონის დედა, მეცნიერი და გენეტიკის სპეციალისტი, გარშემო მკვლევრების გუნდს შემოიკრებს და მეცნიერულ კვლევების ჩატარებას იწყებს კანის ტიპებისა და მისი პრობლემების შესახებ.

წლების შემდეგ, კრისტიან ბრეტონი ამ სამეცნიერო ნამუშევრების საფუძველზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის შექმნას იწყებს და ამ საქმეს მთელ დარჩენილ ცხოვრებას უძღვნის. 1991 წელს კრისტიანი საკუთარი სილამაზის ბრენდს აარსებს, რომელიც „კრისტიან ბრეტონის“ სახელითაა ცნობილი.

ბესტსელერი პროდუქტები

კრისტიან ბრეტონის თვალის მოვლის ასორტიმენტში ბესტსელერი პროდუქტია ლიფტოქსის თვალის შრატი, რომელსაც ბოტოქსის მსგავსი მოქმედება აქვს. გაჯერებულია უნიკალური პეპდიტებით, რომელიც ავსებს კანს და ამცირებს ნაოჭებს.

ამასთან ერთად პროდუქტი შეიცავს ხიზილალას ექსტრაქტს, ალოე ვერას, კოლაგენსა და სოიოს ექსტრაქტს, რაც აღადგენს კანის უჯრედულ მოქმედებას.

სახის მოვლის მიმართულებით, ბესთ სელერია კრისტიან ბრეტონის სახის კრემი 24K ოქროსა და ხიზილალას ექსტრაქტით.  ეს ის იდეალური კომბინაციაა, რომელიც ინტენსიური ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, ასხივოსნებს კანს და იცავს პიგმენტური ლაქების გაჩენისგან. 

დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კრისტიან ბრეტონის სახისა და თვალის პაჩები, რომლებსაც მომენტალური და ხანგრძლივი დამატენიანებელი მოქმედება გააჩნია.

თვალის პაჩები იდეალურად აქრობს შეშუპებას და მუქ წრეებს, ამასთანავე იდეალურად მოქმედებს თვალის გარშემო წვრილ ხაზებზე. ამასთან ერთად, სახისა და თვალის პაჩებს აქვს ღრმა დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო, ლიფტინგისა და დეტოქს მოქმედება

ზევით