#კულინარია

კურკუმას გემრიელი და ჯანსაღი საუზმე

გაზიარება:

კურკუმა – ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. სწორედ ამიტომ, მისგან დამზადებულ საუზმეს გთავაზობთ. 

ინგრედიენტები

• 400 მლ ქოქოსის რძე

• ½ ბანანი (წვრილად დაჭრილი)

• ½ მწვანე ვაშლი (გახეხილი)

• ½ ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი ჯანჯაფილი

• 1 ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი კურკუმა

• თაფლი

 

მომზადები წესი

ბლენდერში ქოქოსის რძე ჩაასხით. დაუმატეთ ბანანი, ვაშლი, ჯანჯაფილი და კურკუმა. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ. საუზმე ორ ჯამში გადაანაწილეთ და მოასხით თაფლი. მიირთვით გემრიელად და დღე ენერგიულად დაიწყეთ!

ზევით