დიახ, მოდას დიზაინერები და მოდის სახლები ქმიან, მაგრამ პროდუქტებს, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის ვხვდებით, ინფლუენსერები და ცნობილი ადამიანები გვირჩევენ. The Diary ყოველ პარასკევს კვირის fashion ITEM-ს შემოგთავაზებთ, რომელმაც ვარსკვლავური Look-ებიდან ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა.
ამ კვირის fashion აითემი ბოტეგა ვენეტას სარდინის ჩანთაა, რომელმაც პოპულარობა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე მოიპოვა, როდესაც გამორჩეული ტექნიკით შექმნილი ტყავის ჩანთა MFW-ის შემოდგომის სეზონის ჩვენებებზე გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა - მეთიუ ბლეიზმა "ჰიტი პროდუქტის" შექმნა პირველივე კოლექციაში მოახერხა.
ამას ისიც დაემატა, რომ 2023 წელს ქენდალ ჯენერმა თავისი "კოლგოტიანი" ლუქით სრულიად ინტერნეტი შეძრა. მოდელი LA-ში საყიდლებზე მთლიანად Bottega Veneta-ს ლუქში გამოწყობილი გამოჩნდა. ქენდალმა თეთრ პერანგზე გადაცმულ შავ პულოვერს შავი, გამჭვირვალე კოლგოტი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრენდის ცნობილი სარდინის ჩანთა შეუხამა. გარდა იმისა, რომ ეს LOOK-ი მოდის ინდუსტრიაში "უშარვლო" ტრენდის საწყისი გახდა, ბოტეგას ოქროსფერ სახელურიან ჩანთასაც მეგა პოპულარობა მოუტანა.
მას შემდეგ Bottega Veneta-ს Sardine bag-ით ხელში არა ერთი ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის ქენდალის უმცროსი და - კაილი, ჰეილი ბიბერი, როზი ჰანტინგტონ უაიტლი და სხვ.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.