#სილამაზე

ლავერა - აღმოაჩინე ბუნებრივი სილამაზე, ენდე ბუნების ძალას!

გაზიარება:

თუ ხელმისაწვდომ ნატურალურ კოსმეტიკურ ბრენდს ეძებთ, რომელიც ბუნებრივი შემადგენლობითა და ეკომეგობრულობით ამ საუკუნის გამოწვევებს სრულად აკმაყოფილებს, მაშინ გერმანული ხარისხის ლავერას ბრენდს გაგაცნობთ, რომლის მთავარი ორიენტირი მაღალი ხარისხი და ბუნებაზე ზრუნვაა.  ლავერა ცნობილი ვეგანური ბრენდია, დამზადებული ორგანულ მცენარეულ ბაზაზე, მწვანე ბრენდის ნომინაციით, ეკომეგობრული შეფუთვებითა და  მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

ლავერას ფართო ასორტიმენტი მოიცავს თმის, სახის, სხეულისა და ბავშვის სრულყოფილი მოვლის პროდუქტებს.

ლავერას თმის მოვლის ხაზი მოიცავს უმაღლესი ხარისხის შამპუნებსა და კონდიციონერებს. თუ თქვენი მიზანი სკალპის გასუფთავება, გაღიზიანებისა და გამოშრობისგან დაცვაა, მაშინ ლავერას თმის ხაზიდან თქვენთვის შერჩეული პროდუქცია აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. შამპუნებისა და კონდიციონერების ბუნებრივი ინგრედიენტები ანიჭებს თმას მაქსიმალურ კომფორტს და სიჯანსაღეს.

ლავერას ასორტიმენტი სხეულის მოვლის ფართო სპექტრსაც მოიცავს, ვეგანური შხაპ გელები, დამატენიანებელი ლოსიონები და დეოდორანტები, უთუოდ თქვენ აღმოჩენად და რჩეულ ერთეულებად იქცევა. ლავერას სრულყოფილი ფორმულა თქვენი სხეულის ხავერდოვნების საიდუმლოა.

დროა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახის მოვლის პროდუქტებზე გავამახვილოთ ყურადღება, ლავერას სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა, ბიო შემადგენლობითა და ვეგანური ფორმულით დელიკატური მოვლითა და მოქმედებით ხასიათდება. ბრენდის სახის მოვლის ხაზი იცავს ჩვენს კანს ნაოჭებისგან, ანიჭებს მას სასურველ ელასტიკურობას და საგრძნობლად აუმჯობესებს მის სტრუქტურას. რა შეიძლება ვისურვოთ ამაზე მეტი?

გერმანული ხარისხის თავის მოვლის ბრენდი მამაკაცებსაც არ ივიწყებს და მათ როგორც უნივერსალურ, ასევე კონკრეტული დანიშნულების მოვლის პროდუქტებს სთავაზობს. ლავერას უსაფრთხო და ბუნებრივი ფორმულა სრულყოფილი მოვლისთვის გახდება პასუხი შეკითხვაზე - რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს?

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ლავერას ასორტიმენტში შეგვიძლია ბავშვის მოვლის ხაზიც აღმოვაჩინოთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი მაღალი ხარისხი, ჰიპოალერგიული ფორმულა და უსაფრთხო ინგრედიენტები, მაშინ თქვენ სწორედ ლავერას ეძებთ. ამ ხაზის პროდუქცია არ შეიცავს ხელოვნურ პარფიუმსა თუ დანამატებს, პრეზერვატივებს და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ლავერას საბავშვო ხაზი სრულად უზრუნველყოფს თქვენი პატარას დელიკატურ და უსაფრთხო მოვლას.

ლავერას პროდუქციის შეძენას საქართველოში, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში შეძლებთ.

ზევით