ლეტიცია კასტას მოგზაურობა 90-იან წლებში

laeticia casta campaign jaquemus

ლეტიცი კასტა ჟაკმუსის ახალ სარეკლამო კამპანიაში 90-იანი წლების განუყრელ ნივთებთან ერთად პოზირებს. მათ შორის არის CD პლეერ, ნოკიას მობილური ტელეფონი, ერთ-ერთ ფოტოზე კი მოდელს 90-იანების ყველაზე გახმაურებული ტელე სერიალის - მეგობრების მთავარი გმირის,რეიჩელის ფოტო უჭირავს ხელში და მსგავს ვარცხნილობას ითხოვს. რეიჩელის ვარცხნილობა 90-იანების ტოპ ტრენდი იყო და გოგონები სილამაზის სალონებს რეიჩელის როლის შემსრულებლის, ჯენიფერ ენისტონის ფოტოთი სტუმრობდნენ.

laeticia-casta-campaign-jaquemus

Jacquemus-ს სარეკლამო კამპანის კიდევ ერთი ვარსკვლავი თავად დიზაინერის სიმონ პორტ ჟაკმუსის ძაღლი სახელად ტუტუ გახდა.

"ძალიან ამაღელვებელი იყო პროექტში მონაწილეობა. გადასაღები მოედანი ძალიან მხიარული იყო. წარმოუდგენელი ენერგია იგრძნობოდა. მადლობა ჟაკმუსის"!

laeticia-casta-campaign-jaquemus

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე ლეტიცია კასტასთვის ეს რიგით მეორე მოდური კამპანიაა. არც ისე დიდი ხნის წინ მან Saint Laurent-სთვის იპოზიორა. ფოტოსესიის ავტორი კი იურგენ ტელერი გახლავთ.

ზევით