#ლიტერატურა

ლიტერატურული მაგიის ჯადოქარი - გაბრიელ გარსია მარკესი

გაზიარება:

ნობელის პრემიის ლაურეატი კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი ჯადოსნური რეალიზმის პიონერი იყო, ლიტერატურული სტილის, რომელიც რეალისტურ ნარატივსა და ფანტაზიას აერთიანებს.  

1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის ქალაქ არაკატაკაში დაბადებული მომავალი მწერალი, ბებია-ბაბუამ გაზარდა. ბაბუა არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც მარკესის პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, ხოლო ბებია მას მაგიასა და ჯადოქრობებზე ისტორიებს უყვებოდა, ამ ყველაფრის სინთეზმა კი მოგვიანებით დიდი გავლენა მოახდინა მარკესის ჯადოსნური რეალიზმის მწერლობაზე.

თინეიჯერობის პერიოდში მარკესი წიგნების კითხვით იყო გატაცებული. ფრანც კაფკას „მეტამორფოზამ" კი მას წერა შთააგონა. 1947 წელს მარკესი კოლუმბიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამავე პერიოდში მან გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობა. თუმცა, კოლუმბიაში არეულობა დაიწყო და უნივერსიტეტი დაიხურა, მარკესმა კარტახენის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და ადგილობრივი გაზეთებისთვის სტატიების წერას მიჰყო ხელი. მოგვიანებით მარკესი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა იყო ერთადერთი საქმე, რომელიც მოსწონდა და საკუთარ თავს ყოველთვის ჟურნალისტად თვლიდა.

გარსია მარკესი

1950-იანი წლების შუა პერიოდში მარკესი ევროპაში გაემგზავრა, ვინაიდან მისი კოლუმბიაში დარჩენა, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების გამო, არც ისე უსაფრთხო იყო. მარკესი პარიზში დაფუძნდა და სტატიებს წერდა კოლუმბიური გამოცემებისთვის El Espectador და El Independiente დაიწყო.  

1957 წელს მარკესი დაბრუნდა ლათინურ ამერიკაში და მეგობრის ჟურნალში El Momento დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მარკეში ასევე აქტიურად იყო ჩართული ვენესუელის 1958 წლის პუტჩში, რის შედეგადაც პრეზიდენტი მარკოს პერეს ხიმენესი დაამხეს. ამ მოვლენის შემდეგ, მარკესმა დაწერა სტატია „სამღვდელოების მონაწილეობა ბრძოლაში“, რომელშიც აღწერს ვენესუელის ეკლესიის ბრძოლას პრეზიდენტ ხიმენესის რეჟიმის წინააღმდეგ. 1958 წელს მარკესი კოლუმბიაში გაემგზავრა, სადაც ბავშვობის მეგობარზე მერსედეს ბარჩაზე დაქორწინდა. ჟურნალს მარკესმა მალევე გაანება თავი, ვინაიდან გამოცემა ამერიკის საგარეო პოლიტიკას აქტიურად უჭერდა მხარს და კუბაში გაემგზავრა, რათა ფიდელ კასტროს სოციალისტური რევოლუციის შედეგებზე დაეწერა.

მარკესს ნობელის პრემია გადაეცა: „მისი რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალიზმი პოეზიის ერთ მრავალფეროვან სამყაროში ერთიანდება და რომელიც კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს ასახავს“

მწერალს ნობელიის პრემია გადაეცა

1967 წელს მარკესმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და  პოპულარული რომანი „ასი წლის მარტოობა“ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. წიგნის გაყიდვები იმდენად სწრაფი იყო, რომ გამომცემელი ძლივს ასწრებდა საკმარისი ასლების დაბეჭდვას. 

ესპანურ ენისთვის ეს წიგნი, სერვანტესის დონ კიხოტის შემდეგ, უდიდესი აღმოჩენაა", - ნობელის პრემიის ლაურეატი  ჩილელი პოეტი, პაბლო ნერუდა

წლების განმავლობაში, მარკესის მარტოობის ასი წელი 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.  რომანი ჯადოსნური რეალიზმის ყველაზე პოპულარულ მაგალითად ითვლება, სტილი, რომელიც ზებუნებრივ ელემენტებსა რეალისტურ ნარატივს აერთიანებს. ამ ნაწარმოებმა გაბრიელ გარსია მარკესი ერთ-ერთ დიდ შემოსავლიან და გავლენიან მწერლად აქცია. მარკესთან დამეგობრებას ცდილობდა ყველა გავლენიანი ადამიანი და ის კოლუმბიასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებშიც კი იღებდა მონაწილეობას.

მარკესი

ჟურნალისტიკა ერთადერთი საქმეა, რომელიც მომწონს და ჩემს თავს ყოველთვის ჟურნალისტად ვთვლიდი.

1999 წელს მარკესმა კოლუმბიური ჟურნალი Cambio შეისყიდა და ისევ აქტიური ჟურნალისტიკაში დაბრუნდა. გამოცემის ტირაჟი და შემოსავალი, რომელიც სულს ღაფავდა, მარკესის მენეჯმენტის წყალობით ერთი-ორად გაიზარდა. 

გასაოცარი გაბრიელ გარსია მარკესი

მე-20 საუკუნის უდიდესი მწერალი 2014 წელს პნევმონიით 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ უკვდავია მისი მაგია, რომელიც წიგნების სახით დაგვიტოვა. დღეს, ნობელიანტი მწერალი 94 წლის გახდებოდა.

ზევით