LIYA x Moët & Chandon - კოლაბორაციით შექმნილი ლიმიტირებული სასაჩუქრე ყუთი

გაზიარება:

შამპანური Moët & Chandon დღესასწაულთან ასოცირდება, ისევე როგორც ქართული ბრენდის LIYA- სამკაული. სწორედ ეს ფაქტორი დაედო საფუძვლად კოლაბორაციას, რომელიც ლიმიტირებული სასაჩუქრე ყუთის შექმნით დაგვირგვინდა.

„მოეტით აღვნიშნავთ და ვიმახსოვრებთ მნიშვნელოვან განვლილ მომენტებს და ამასთანავე, სამომავლო ჩანაფიქრებსა და იმედებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ამავდროულად, LIYA- სამკაული არის სიმბოლო თვითგამოხატვის, რომელიც ჩვენი განწყობისა და სტილის წარმოჩენას გვიმარტივებს.

დაბადების დღე საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ჩვენს მიღწევებს თვალი გადავავლოთ, ვიამაყოთ და გეგმებიც დავსახოთ. სწორედ ამიტომ, ყუთში მინი შამპანიურისა და საყურის გარდა აღმოაჩენთ ბრენდირებულ ბარათსა და ოქროსფერ საწერ კალამს, რომელიც საჩუქრის პერსონალიზებას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის“.

აღსანიშნავია, რომ LIYA-ს საყურე ექსკლუზიურად ამ კოლაბორაციისთვის დამზადდა. მოოქროვილი აქსესუარი გაფორმებულია ცირკონებითა და „ვეფხვის თვალით“ ცნობილი ნატურალური ქვით.

LIYA x Moët & Chandon ლიმიტირებული სასაჩუქრე ყუთის შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.liya.ge-ზე ან იერის მაღაზიაში (პეტრიაშვილის ქ. #1), სადაც 21 ივლისს გაიმართა კოლაბორაციის პრეზენტაცია. 

ზევით