ლოიზაგას კოშკი და ROLLS-ROYCE-ის უნიკალური კოლექცია

როლს-როისის კოლექცია

გაინტერესებთ როგორ აღმოჩნდა ძვირადღირებული მანქანების შთამბეჭდავი კოლექცია ბაკსების ქვეყანაში, კერძოდ კი XIV საუკუნის ლოიზაგას კოშკში? პასუხი მიგელ დე ლა ვიას ცხოვრების ისტორიაშია, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიის ფასდაუდებელი კოლექცია შეაგროვა და ლოიზაგას კოშკი აღადგინა.

rolls-royce museum

მიგელ დე ლა ვია მრავალ ბიზნესს ფლობდა, მათ შორის რამდენიმე სამშენებლო კომპანიას და ბასკების ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია იყო. მისი ცხოვრება საზოგადოებისთვის საინეტრესო გახდა იმითომ, რომ მან როლს როისისს უზარმაზარი კოლექცია შეაგროვა და უძველესი ციხე ლოიზაგა აღადგინა, რომელიც საკუთარი მანქანების კოლექციის მუზეუმად აქცია. ნებისმიერ მსურველს, დღესაც შეუძლია ესტუმროს მუზეუმს და მანქანების უნიკალური კოლექცია ნახოს. მუზეუმის კოლექცია 75 კლასიკური მანქანისგან შედგება, რომელთაგან 45 არის Rolls-Royce.

loizaga rolls-royce

როგორც კოლექციონერის ახლობლები იხსენებენ მიგელემ ავტომობილის მართვა ჯერ კიდევ მაშინ ისწავლა, როცა ბავშვი იყო. მისი პირველი მანქანები სპორტული Jaguar და Ferrari გახლდათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვინტაჟური მანქანების ასეთ მდიდარ და უნიკალურ კოლექციას შეაგროვებდა. მიგელ დე ლა ვიას პირველი "როლს-როისი" კი თეთრი Silver Shadow იყო.

როლს როისის მუზეუმი

როლს-როისის კოლექცია ლოიზაგას კოშკში სათუთადაა შენახული და ძველებურად მუშაობს.

ზევით