#მოდა

ლონდონის მოდის კვირეული Harris Reed-ის თეატრალიზებული ჩვენებით გაიხსნა

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

ლონდონის მოდის კვირეული გასულ ღამეს Harris Reed-ის ჩვენებით დრამატულად გაიხსნა. შექსპირის ციტატით შთაგონებულმა დიზაინერმა, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სილუეტები თეატრალური დადგმის შემდეგ გამოაჩინა, დადგმას კი ჰარის რიდის ახლო მეგობარი და მსახიობი ფლორენს პიუ უძღვებოდა.

„მსახიობისთვის თუ უბრალოდ ცხოვრების სცენაზე შემსრულებლისთვის, ჩაცმის ხელოვნება საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ თუ ვინ ვართ სინამდვილეში“ - განაცხადა ფლორენსმა Tate Modern-ში შეკრებილი საზოგადოების წინაშე, სანამ თავადაც დიზაინერის ერთ-ერთ დიდებულ ქმნილებაში იწონებდა თავს. „ის ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარია - მსახიობი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“ - განაცხადა დიზაინერმა ფლორენსის შოუში მონაწილეობაზე.

შექსპირისეული შთაგონებით „მთელი მსოფლიო სცენაა“, დიზაინერი საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა ფერთა პალიტრისა და ქსოვილების შერჩევისას. შავი ხავერდის და ოქრსოფრისა თუ ვერცხლისფრის თამაშით, ჰარის რიდმა შექმნა დრამატული სილუეტები, რომლებმაც ლონდონის მოდის კვირეული საკადრისი შოუთი გახსნეს.

„ვფიქრობ, ლონდონის მოდის კვირეულს ცოტა მეტი დრამა სჭირდება. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ შეუმჩნეველი ვართ“, - განაცხადა რიდმა.

და იზრუნა, რომ მისი ჩვენება შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო. 

ზევით