#კულტურა #მოდა

Louis Vuitton-ის ფუტურისტული Cruise 2022 Show: 5 რამ, რაც შევიყვარეთ

გაზიარება:

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ნიკოლა ჟესკიერმა, კიდევ ერთხელ გადაგვისროლა არარეალურ სამყაროში და ამჯერად, საფრანგეთის ქალაქ სერჟი-პონტუაში გვამოგზაურა და ისრაელელი ხელოვანის დანი კარავანის თვალისმომჭრელი მონუმენტის Axe Majeur-ის დახმარებით, რაღაც ახალი, მომხიბვლელი და წარმოუდგენელი შემოგვთავაზა.

1. კოლექციის შთაგონება

2022 წლის კურიზ კოლექციით, ნიკოლა ჟესკიერს სურდა, ბედნიერებისა და ოპტიმიზმის განწყობა შეექმნა საზოგადოებაში, Covid 19-ის მსოფლიო პანდემიიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, ეს სწორედ ის არის, რაც უცილობლად გვჭირდებოდა. დიზაინერმა ნათელი ფერები, მკაფიო სილუეტები და ნამდვილად მხიარული ქმნილებები შემოგვთავაზა.

2. დიდებული ლოკაცია

2022 წლის კურიზ კოლექციისთვის შესაფერისი ლოკაცია, ამაზე დიდებული ვერ იქნებოდა. ნიკოლა ჟესკიერმა საფრანგეთის მშვენიერ ქალაქზე სერჟი-პონტუაზე შეაჩერა არჩევანი და ისრაელელი ხელოვანის დანი კარავანის დახმარებით მოდელები პირდაპირ ხელოვნების ნიმუშზე - წითელ ინსტალაციაზე გაატარა.

3. ვარსკვლავები, როგორც ინსპირაცია

სამეცნიერო ფანტასტიკა ის მნიშვნელოვანი ნიშაა, რომელიც ნიკოლა ჟესკიერის შემოქმედებას, ყოველთვის გასდევდა ფონად, თუმცა 2022 წლის კურიზ კოლექციისთვის, დიზაინერმა ვარსკვლავების მოწყვეტა და შოუში გადმოტანა გადაწყვიტა, გამოუვიდა თუ არა ჟესკიერს ჩანაფიქრი - გადაწყვეტილება თქვენთვის მოგვინდია.

4. მხიარული აქსესუარები

Louis Vuitton-ის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას მისი უნიკალური ხელჩანთები წარმოადგენენ, ეს ჩვენც კარგად მოგვეხსენება და ბრენდის კრეატიულ დირექტორსაც. 2022 წლის კრუიზ კოლექციაში ნიკოლამ როგორც Louis Vuitton-ის საკულტო, აგრეთვე, თანამედროვე, მხიარული და ფერადი ჩანთები შემოგვთავაზა.

5. გლამურული სამხედრო კაბა

სამხედრო უნიფორმის დეტალების საკუთარ კოლექციაში გამოყენება - ნიკოლა ჟესკიერის კიდევ ერთი თავშესაქცევია, გამონაკლისი არც Louis Vuitton-ის ახალი კოლექცია ყოფილა, სამხედრო სტილი ამ ჩვენებაშიც შემოიჭრა და ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური გლამურული სამხედრო კაბა წარმოგვიდგინა.

ზევით