#კულტურა #ცნობილები #მოდა

Louis Vuitton დამაარსებლის 200 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს

გაზიარება:

მსოფლიოში სახელგანთქმული ლაქშერი ბრენდი, რომლის სახელიც მოგზაურობასთან, მოდასთან, აქსესუარებთან თუ მაღალ მოდასთან ასოცირდება, დამაარსებლის და სულისჩამდგმელის ლუი ვიტონის დაბადების დღეს განსაკუთრებული გზით აღნიშნავს.

1821 წლის 4 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ იურაში დაბადებული პატარა ბიჭი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი დატოვებდა უკვდავ მემკვიდრეობას, რომელსაც 2 საუკუნის შემდეგაც დიდი პატივით და სიყვარულით გაიხსნებდნენ.

Louis Vuitton-ის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სულისჩამდგმელის ამ ქვეყნად მოვლენის დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება დაგეგმეს, მათ შორისაა დოკუმენტური ფილმი Apple TV-ზე, სპეციალურად შექმნილი ვიდეო თამაშები, ინსტალაციები, ლუი ვიტონისთვის მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები და რეზონანსული აქტივობა სოციალურ მედიაში.

მედია იმდენად სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, რომ ყოველ ჯერზე კომუნიკაციის ახალი შესაძლებლობა გეძლევა, ეს კი გიბიძგებს იმისკენ, რომ შენი ისტორია კიდევ ერთხელ მოყვე - მაიკლ ბერკი.

მოდის სახლი დამაარსებლისთვის მიძღვნილ ღონისძიებებს ზუსტად 4 აგვისტოს, მის დაბადების დღეს დაიწყებს. Louis: The Game-ის გადმოწერის საშუალება App Store-სა და Google Play-ს მეშვეობით იქნება შესაძლებელი, აგრეთვე ამ დღეს წარმოჩინდება ინსტალაციები, რომლებიც ამ დროისთვის მცირე მისტიკის მატარებელია.

ზევით