როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
მოდური ბრენდის სახლმა Louis Vuitton და ველოსიპედების პარიზულმა მწარმოებელმა Maison Tamboite ექსკლუზიური LV Bike შექმნეს. ველოსიპედის ტყავის საჯდომი Louis Vuitton-ის ლოგოებით არის გაფორმებული, რაც ბრენდის ხელწერა გახლავთ. ასევე, ველოსიპედის საბარგულზე შეგიძლიათ თქვენი ინიციალები ამოტვიფროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთი ველოსიპედის მფლობელის ვინაობა ყველამ უნდა იცოდეს, ნამდვილად!
LV Bike-ში ასევე GPS ტრეკერი არის დამონტაჟებული, მაგრამ მერწმუნეთ, რომც მოგინდეთ, ამ ველოსიპედს ვერ დაგაკარგავთ. მოკლედ, ბრენდული ველოსიპედი full packeg-ით იყიდება.
LV Bike-ის შეძენა Louis Vuitton-ის მაღაზიებში შეგიძლიათ, თუმცა მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.