Louis Vuitton-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და მოდის სახლის საკრუიზო ჩვენება კალიფორნიაში, სან დიეგოში ბიოლოგიური კვლევების Salk Institute-ის შენობაში გამართა. ნიკოლა ჟესქიერი ამ შენობით მას შემდეგ იყო აღფრთოვანებული, რაც მისი ფოტოები Louis Vuitton-ის გამოცემის გარეკანზე 2019 წელს იხილა. „ძალიან მაინტერესებდა არქიტექტურა და გარემო. რამდენიმე წლის წინ მე ჩავედი სან დიეგოშიდა, თუმცა შენობის ნახვის საშუალება არ მომეცა, სამაგიეროდ La Jolla ვნახე და სანაპიროს ატმოსფეროთი ვისიამოვნე”.
3 წლის შემდეგ კი ნიკოლა კიდევ ერთხელ დაბრუნდა სან დიეგოში, თუმცა ამჯერად არქიტექტურული ღირსშესანიშნაობით ტკბობის გარდა, Salk Institute-ში Louis Vuitton-ის 2023 წლის კრუიზ ჩვენებასაც უმასპინძლა და სწორედ ამგვარად, გასულ ღამეს, ოკეანის მეორე ნაპირზე, La Jolla-ს სანაპიროზე ბიოტექნოლოგია შეხვდა მოდას.
ნიკოლა ჟესქიერმა არქიტექტურულ საოცრებებში საკრუიზო ჩვენების ტრადიცია გააგრძელა და საკუთარი თავის ახლებური ვერსიაც წარმოგვიდგინა. ნიკოლას Louis Vuitton აღარ არის ის, რაც იყო, დიზაინერი უკვე დიდი ხანია აღარ ექვემდებარება დადგენილ წესებსა და კანონებს, ჟესქიერს ღრმად სწამს, რომ შესაძლებლობების ეპოქაში, რაც შეიძლება მეტი უნდა იექსპერიმენტოს ადამიანმა, რათა სილამაზის ახლებურ ხედვებს მიაგნოს.
Louis Vuitton Resort 2023-ის ჩვენებაც დიზაინერის ექსპერიმენტის ნაწილია, მართალია, ნიკოლას შთაგონების წყარო ბერძენი ქალღმერთები იყვნენ, რომლებიც თავიანთი ძალებითა და სისწრაფით სამყაროს აღაფრთოვანებდნენ, თუმცა გასული ღამის შოუ არ იყო ტრადიციული ხედვა ქალღმერთებისა. საკრუიზო კოლექცია ელემენტების თამაშით იყო აწყობილი, ნიკოლას ახალ კოლექციაში მეტალის დეტალები, სარკისებრი მასალები და სპორტული ფეხსაცმელები ჭარბობდა.
Resort 2023 დაიწყო და დაიხურა დიდი ხმაურით, ნიკოლა ჟესქიერის წარმოსახვით სამყაროში ჩახედვის შემდეგ, ჩვენების მნახველებმა კოლექცია სრულიად განსხვავებულად დაინახეს. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ Louis Vuitton-ის საკურიზო ჩვენებაში მონაწილეობას ახალგაზრდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც იღებდა, რომელმაც ჟესქიერის მეტალის ფაქტურის ტოპი, მაღალწელიანი აგურისფერი შარვალი, ტყავის ჩექმები და ოვერსაიზ მოსაცმელი მოირგო.
ლუსი ჰეილის Joyroad: უდარდელი ვესტერნული შეგრძნებები - Weekend Max Mara-ს ახალი Signature კოლექცია 2024-25 წლების შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ამერიკელ მსახიობთან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში ბუნების წიაღში საგზაო მოგზაურობასთან დაკავშირებული თავისუფალი სულისკვეთება არის არეკლილი.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.