„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ - „ბორჯომის“ ახალი გლობალური კამპანია

უცხოელ მეგობარს გაბრწყინებული თვალებით რომ მოვუყვებოდით ჯადოქრობანარევ ლეგენდას მიწიდან ამოხეთქილი სასწაულმოქმედი წყლის შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სიამაყედ მივიჩნევთ, ზუსტად ისეთივე ესთეტიკით წარმოგვიდგინა „ბორჯომმა“ ახალი მასშტაბური კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლი, გზავნილით: „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“.

თაობიდან-თაობისთვის გადმოცემული ლეგენდა დაჭრილი ირმის სასწაულებრივად განკურნების შესახებ, „ბორჯომის” ახალი საკომუნიკაციო ენის ძირითადი ნაწილია. სარეკლამო რგოლი, რომელიც სამი განსხვავებული ეპოქისთვის დამახასიათებელი ქართული იდენტობის გამომხატველი ვიზუალებით არის დახუნძლული, პირველი ქართული მინერალური წყლის აღმოჩენიდან, მისი საწარმოო წესით ჩამოსხმისა და თანამედროვე ეპოქაში „ბორჯომის” ეროვნული მნიშვნელობის შესახებ გვიამბობს.

საქართველოსა და ქართველი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი, გავრცელების არეალს აფართოებს და გლობალურ მასშტაბზე თავის დასამკვიდრებლად, სწორედ ასეთი ლაკონიურად ნაამბობი მრავლისმომცველი ისტორიის მონაწილეს გვხდის.

„ბორჯომის” სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართულმა კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა” იმუშავა. გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ბორჯომის ხეობაში, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. სპეციალურად კამპანიისთვის დაწერილი „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის, რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. 

ვიდეორგოლში ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილი მაგიურ ლეგენდას მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უამბობს, რომელიც საკომუნიკაციო კამპანიას ერთი მიზნით: „ბორჯომის“ მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შეუერთდა. სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში გავა. სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი - borjomi.com გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა.

ზევით