მადონას, კურტ კობეინის, ქეით მოსისა და სინდი კროუფორდის გოგოები

მადონას ქალიშვილი, ლურდეს ლეონი მოდის სახლის Marc Jacobs ახალი სახეა და მისი ხილვა ბრენდის 2021 წლის გაზაფხულის კამპანიაში უკვე შეგვიძლია. როგორც ბრენდი აღნიშნავს, ლეონის კამპანია მარკ ჯეიკობსის ისტორიაში ახალ თავს ნიშნავს. ლურდეს ლეონი დედის, მადონას კვალს მიჰყვება. პოპის დედოფალი ლეიბლის დიდი ხნის მუზა და დიზაინერის ახლო მეგობარია.

marc jacobs

იმისათვის, რომ ბრენდი ახალგაზრდა მომხმარებლისთვისაც საინტერესო გახდეს, Marc Jacobs ბოლო წლები ისეთ მოდელებთან თანამშრომლობს, როგორიცაა სინდი კროუფორდის, ქეით მოსისა და კურტ კობეინის შვილები და ამით ორ კურდღელს იჭერს. გოგონები არა მხოლოდ კარგი გარეგნობით გამოირჩევიან, არამედ ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები არიან და პოპულარობით არც მშობლებს ჩამორჩებიან.

კაია გერბერი, ლეგენდარული სინდი კროუფორდის ქალიშვილი Marc Jacobs-ის სუნამოს Daisy-ს სახეა. ამ სუნამოს ერთ-ერთი ბოლო კამპანია Covid19 პანდემიის პერიოდში 2020 წლის აპრილში გამოვიდა. კაია Daisy-ს სახედ 2017 წელს დასახელდა.

ეპოქალური მოდელის, ქეით მოსის ერთადერთი ქალიშვილი ლილა გრეისი კი, Marc Jacobs Beauty-ის სახე 2018 წლის ოქტომბერში გახდა.

კურტ კობეინის ქალიშვილმა კი ბრენდის 2017 წლის გაზაფხულის კოლექციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფრენსისის დებიუტი იყო, როგორც მოდელის. თუმცა, მანვე აღნიშნა რომ მარკ ჯეიკობსისთვის ერთადერთი გამონაკლისი გააკეთა, ვინაიდან მოდელის ამპლუაში თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს.

 

ზევით