როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ახალი წლის მოლოდინის მთავარი მიზეზი ცვლილებებია. 12 თვე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული ყელში ამოგვივიდეს. თუნდაც ის, რაც 5-6 თვის წინ ძალიან მოგვწონდა. თუ Facebook feed-ზე ერთი და იგივე მაკიაჟის ცქერით ჩვენსავით დაიღალეთ, 2021 წლისთვის რამდენიმე ინსპირაციას შემოგთავაზებთ, რომლებსაც Make-up არტისტები “გატრენდებას” უწინასწარმეტყველებენ.
1.
წითელი+ნარინჯისფერი
წითელი ტუჩი ყოველთვის ტრენდულია, მაგრამ ქალებმა კარგად ვიცით, რომ წითელი ძალიან ზოგადი ცნებაა. სისხლისფერი წითელი, ალუბლისფერი წითელი, მოშინდისფრო წითელი და ასე უსასრულოდ… 2021-ში მაკიაჟის ექსპერტები ნარინჯისფერ ტონალობას გვირჩევენ (დიახ, ჩვენც გაგვიკვირდა). ზემოთხსენებული ფერი იდეალური ბოლო შტრიხია მსუბუქი, ყოველდღიური მაკიაჟის შესაკრავად.
_________________
MAC - RETRO MATTE LIPSTICK
2.
ლურჯი ლაინერი
მკვეთრი ფერის ლაინერი სიახლე არაა, მაგრამ წელს სეზონის ჰიტი მკვეთრი ლურჯი ფერი იქნება, რომელსაც თვალის წინა ჭრილში სალათისფერი, ან ყვითელი ბრჭყვიალა ჩრდილი უნდა დავუმატოთ. ექსცენტრიულად ჟღერს, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას.
_________________
NYX - VIVID BRIGHTS LINER
3.
ლავანდის ეფექტი
მაღალი მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე Make up არტისტების რჩეული წელს ლავანდის ფერი თვალის ჩრდილები იქნება. თქვენი (თაფლისფერი, ცისფერი, მწვანე, თუ ნებისმიერი ფერის) თვალის გამოსაკვეთად კი ბევრი (ანუ, ძალიან ბევრი!) ჩრდილი დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადამლაშების არ შეგეშინდებათ.
_________________
MAC - EYE SHADOW X 9: BURGUNDY TIMES NINE
4.
იისფერი წამწამები
თუ თვალის დრამატული Smokey eye თქვენი სტილი არ არის, საქმეს მინიმალისტურად მივუდგეთ და მელანქოლიური მზერა მხოლოდ 1 პროდუქტის გამოყენებით მივიღოთ. პასუხი ძალიან მარტივია! იისფერი ტუში!
_________________
NYX - WORTH THE HYPE MASCARA
5.
ბზინვარება თვალებს და ტუჩებს
კიმ კარდაშიანი ჩვენით იამაყებდა! მომავალი 12 თვის მანძილზე ე.წ. ნიუდ ფერებში შესრულებულ მაკიაჟს ხშირად შეხვდებით, რომლის მთავარი ხიბლიც მბზინავი ქუთუთოები და ტუჩებია. ეფექტის მისაღებად ბუნებრივი კრემისებრი ჩრდილის და მბზინავი ტუჩსაცხის გამოყენებაა საკმარისი.
_________________
NYX - WORTH THE HYPE MASCARA