#მოდა

მარგარეტ ქუოლის და ჯეკ ანტონოფის ვარსკვლავური ქორწილის დეტალები

გაზიარება:

Maid-ის 28 წლის ვარსკვლავი მარგარეტ ქუოლი და მუსიკალური პროდიუსერი 39 წლის ჯეკ ანტონოფი, გასულ კვირას ნიუ ჯერსიში დაქორწინდნენ. წყვილმა მნიშვნელოვანი დღე ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, რომელიც აერთიანებდა ტეილორ სვიფტს, ლანა დელ რეის, ჩანინგ ტატუმს, ზოი კრავიცს, კარა დელევინსა და სხვა ცნობილ ადამიანს.

წყვილის ვარსკვლავური მეგობრების გარდა, მარგარეტისა და ჯეკის ქორწილს ესწრებოდა ქუალის დედა, ცნობილი მსახიობი ენდი მაკდაუელი.

მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტისა და ჯეკის ქორწილის ოფიციალური ფოტოსურათები და ექსკლუზიური მასალა ჯერ კიდევ არ გაზიარებულა, პაპარაცების და ყვითელი პრესის დამსახურებით, მაინც შევძელით თვალი შეგვევლო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებისთვის, რომელიც საპატარძლო ჩაცმულობასა და სტუმრებს მოიაზრებდა.

სწორედ ამ არაოფიციალურ ფოტოებში აღმოაჩენთ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომლებიც თავიანთ ბედნიერებას და ემოციებს პაპარაცების გარემოცვაშიც ვერ მალავენ. მარგარეტს ქორწილში Chanel-ის კაბა და ფრანგული მოდის სახლისვე ფეხსაცმელები ამშვენებდა. სადა, მინიმალისტური აბრეშუმის სილუეტი, სამკუთხედი ჭრილითა და შიშველი ზურგით მარგერეტის სხეულს იდეალურად გამოკვეთდა, დაბალძირიანი მერი ჯეინის ფეხსაცმელები კი მისი ელეგანტური სტილის გაგრძელებას წარმოადგენდა. პატარძლისთვის მნიშვნელოვან აქსესუარად იქცა მოკლე ბობ ვარცხნილობაც, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტილი პატარძლებისთვის.

მოგვიანებით პაპარაცების ობიექტივში კიდევ ერთხელ მოექცა ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც საქორწინო წვეულებისკენ მიიჩქაროდა. მარგარეტმა წვეულებისთვის თეთრი კაბა მოირგო, რომელიც თავისუფალი სტილით გამოირჩეოდა, მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად.

მარგარეტმა და ჯეკმა ურთიერთობა 2021 წელს დაიწყეს, 1 წლის შემდეგ, 2022 წლის მაისში, წყვილის ნიშნობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, კიდევ 1 წლის შემდეგ კი 2023 წლის 19 აგვისტოს ცნობილმა მსახიობმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ცხოვრება ერთი მეორეს დაუკავშირეს.

ზევით