#მოგზაურობა

მატერა, პულია, ალბერობელო - სამხრეთ იტალიის დაუშრეტელი მაგია

გაზიარება:

წინ მნიშვნელოვანი უქმე დღეები გველის და თქვენთვის საუკეთესო სიურპრიზი გვაქვს, COVID 19-ის დაუსრულებელი პანდემიის, ჩაკეტილი საზღვრებისა და გვირაბის ბოლოს ჯერ კიდევ ვერ გამონათებული სინათლის მიუხედავად, The Diary იტალიის სამხრეთ ნაწილში გამოგზაურებთ და გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებსაც ანალოგი მსოფლიოში არ მოეპოვებათ.

ჩვენი პირველი გაჩერება მატერაა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ქვის ქალაქი, რომელიც მნახველზე წარუშლელ მოგონებებს ტოვებს. უდიდესი ისტორიის, ღირსშესანიშნაობების და თვალწარმტაცი ბუნების მიღმა უდავოდ იმალება ადგილი, რომელსაც ნახვისთანავე შეიყვარებთ.

მატერას შემდეგ დროა თავი პულიაში ამოვყოთ, ქალაქში, რომელიც სულ რამდენიმე ათწლეულია განვითარდა და ტურისტებისთვისაც უსაფრთხო ადგილად იქცა, დღეს მნახველს ძველი და ახალი უბნის ჰარმონიული ტანდემით აოცებს. პულიაში დროის ყველაზე ზღაპრულად გაყვანის არა ერთი საშუალება არსებობს, ჯერ შეგვიძლია ძველი ქალაქის მონახულებით დავიწყოთ, პასტა orecchiette დავაგემოვნოთ და მოგვიანებით ზღვისპირას ამოვყოთ თავი და ლაჟვარდოვანი ტალღებით დავტკბეთ.

LAST BUT NOT LEAST - ალბერობელოს მაგიურ კარს უნდა მივადგეთ, დიდებულ ადგილს, რომლის მთავარ სიმდიდრეს მისი არქიტექტურა წარმოადგენს. ტრულოს თეთრი სახლების დამსახურებით ალბერობელოს მეორე მიკონოსსაც უწოდებენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ ორივეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ენერგია ამოძრავებს და შეუძლებელია ერთნაირად მოგწონდეს ან ერთნაირად აღგაფრთოვანებდეს ეს ორი ზღაპრული ადგილი, ჩემი პირადი ფავორიტი იტალიური სულისკვეთებით განმსჭვალული არბელობელოა.

გამომყევით The Diary-ს ინსტაგრამზე და ჩემთან ერთად აღმოაჩინეთ სამხრეთ იტალიის დიდებულება.

ზევით