მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს

ახალგაზრდა ქართველი მოდელის მორიგი წარმატება - მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლი გრეგორი ჰარისს ეკუთვნის, მატილდასთან ერთად კამპანიაში მონაწილეობენ ლიზა ჰანი, კიტ კლარკი, სტენ ტეილორი, უილიამ ფრანკლინ მილერი, აიშა სესი და რაც მთავარია, ვიდორგოლის სპეციალური სტუმრები - ძაღლები.

ჯორჯო არმანისთვის ძაღლები ყოველთვის საუკეთესო მეგობრებთან ასოცირდებოდნენ, ახალი კამპანიისთვის შთაგონების წყაროც სწორედ დიზაინერის წარსულიდან აიღეს და საბოლოოდ ძალიან სახალისო და ღიმილის მომგვრელი სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზეს.

მატილდა გვარლიანი მცირე ასაკიდან მოდელობაზე ოცნებობდა და როგორც ვხედავთ, ოცნება ძალიან მალე აიხდინა. მატილდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება, ბევრს იღიმის, ძალიან გულწრფელია და სურს მისაბაძი პიროვნება გახდეს. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა მას, როგორც ქართული მოდის სამყაროს ამომავალ სახეს, უკვე ყველა იცნობს. 14 წლის იყო, როდესაც „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე პირველად გაიარა და  მაშინათვე ყურადღების ცენტრში მოექცა.

მოგვიანებით, მატილდამ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. დღეს ქართველი მოდელი ქართულ, ესპანურ და გერმანულ სააგენტოებთან თანამშრომლობს და ხშირად ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებშიც გვხვდება.

ზევით