#მოდა

MATTERS: ფერადი და დახვეწილი ზაფხულისთვის

გაზიარება:

უკვე 5 წელზე მეტია, რაც Matters ქართული მოდის ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბრენდმა ამ დროის მანძილზე ერთგული მომხმარებლები შეიძინა, რომელთათვისაც დახვეწილ, ტრენდულ და ამავდროულად განსხვავებულ სამოსს ქმნის. ჩვენმა მკითხველმა ბრენდის პირველი ნაბიჯების შესახებ უკვე კარგად იცის, ამჯერად კი Matters-ის დამფუძნებლები ბრენდის მთავარ შტრიხებზე, წლევანდელი ზაფხულის კოლექციასა და სამომავლო გეგმებზე თავად მოგვითხრობენ.

matters, ზაფხულის კაბა, მეთერსი

MATTERS

"მეთერსი" მოდის სფეროთი გატაცებული მეგობრების ბრენდია, რომლებმაც საყვარელი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციეს. საწყის ეტაპზე არაერთ გამოწვევას გადავაწყდით, მაგალითად მომხმარებლების ნდობის მოპოვება ან ხარისხიანი ნედლეულისა და პროფესიონალი მუშახელის მოძიება. პანდემიამაც საკმაოდ დიდი სირთულეები შექმნა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ “მეთერსს” სტაბილურობისთვის მიეღწია და უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც გასულიყო.

matters, მეთერსი,

ბრენდის მთავარი იდეა

დაარსების დღიდან ვცდილობთ შევქმნათ ტრენდული და ამავდროულად კომფორტული ტანისამოსი. გვსურს რომ Matters-ის დახმარებით ჩვენმა მომხმარებლებმა საკუთარი გარეგნობისა თუ პიროვნების ძლიერი მხარეების ხაზგასმა შეძლონ, მეტი თავდაჯერებულობა იგრძნონ და ტრენდულად გამოიყურებოდნენ. ამის მისაღწევად განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ თარგების შექმნის პროცესს, რაც გვეხმარება მომხმარებლებს შევთავაზოთ ტანისამოსის ტარების განსხვავებული გამოცდილება.

"მეთერსის" შექმნის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გვსურდა შეგვექმნა ცოტათი მეტი, ვიდრე ტანისამოსია.

მეთერსი, Matters

ბრენდის წარმატების ფორმულა

დღევანდელი სიტუაციით, მწვავე კონკურენციისა და სწრაფი მოდის პირობებში, როგორც ბრენდმა, ძალიან რთულია, შეინარჩუნო ინდივიდუალიზმი და არ ჩამორჩე მოდის ტენდენციებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ “მეთერსი" ამას ახერხებს. სხვა, ქართული ბრენდებისგან დიზაინი და ფერები გამოარჩევს. სწორედ ამ ელემენტების დახმარებით ვცდილობთ გამოვკვეთოთ თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალიზმი და დავეხმაროთ მათ იყვნენ მეტად გაბედულები.

MATTARERS-ის ერთგული მომხმარებელი

როგორც ამბობენ, საუკეთესო მარკეტინგი ბედნიერი მომხმარებელია. მუდამ ვცდილობთ, ჩვენი გულშემატკივრების იმედები და მოლოდინები გავამართლოთ და მათთვის ვიყოთ არა უბრალოდ კომპანია, რომელიც პროდუქტს ქმნის, არამედ მათი მეგობარი, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში მუდამ გვერდით უდგას. ვცდილობთ, ჩვენი ეს დამოკიდებულება მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე დავაფიქსიროთ, ამიტომ კომუნიკაციის პროცესი თითოეულ მომხმარებელზეა მორგებული.

matters, მეთერსი

ზაფხულის უახლესი კოლექცია

წელიწადის ეს დრო ძირითადად დასვენებასთან, გართობასთან, განტვირთვასა და ბედნიერ მომენტებთანაა დაკავშირებული. ჩვენც ვეცადეთ, აღნიშნული კოლექცია ზაფხულივით ფერადი, ხალისიანი, მსუბუქი ყოფილიყო და ჩვენს მომხმარებლებს განწყობის ამაღლებაში დახმარებოდა. ჩვენი თითოეული კოლექციის ინსპირაციის ძირითად წყაროს მეთერსის გულშემატკივრები წარმოადგენენ. მათთან სიახლოვე ყველაზე კარგად გვეხმარება გავიგოთ თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. გარდა ამისა, აქტიურად ვადევნებთ თვალს მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ეს ყველაფერი ერთად კი გვეხმარება წარვადგინოთ აქტუალური პროდუქტი ინდივიდუალური შტრიხებით.

matters, მეთერსი

სამომავლო ხედვა და გეგმები

ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე შევქმნათ ძლიერი ბრენდი, რომელიც საკუთარ მომხმარებელს თვითგამოხატვისთვის საჭირო ხარისხიან, კომფორტულ და ხელმისაწვდომ საშუალებას შესთავაზებს. Matters ცდილობს, საკუთარ მომხმარებლებს საშუალება მისცეს, საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები გააკეთონ, თავდაჯერებულები იყვნენ
მეტად და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. ბრენდის მომავალს ადგილობრივ ბაზართან ერთად, მის საზღვრებს გარეთ ვხედავთ. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციის გატანაზე ევროპულ ქვეყნებში და ასევე მოლაპარაკებების პროცესში ვართ პარტნიორებთან ამერიკული ბაზრიდან.

ზევით