მერილ სტრიპი გამორჩეული მსახიობი გამორჩეული სტილით

მერილ სტრიპი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მსახიობად ითვლება და ყველა დავეთანხმებით ამაში. რთულია მსახიობის ფილმებიდან, რომელიღაც ერთი - ფავორიტი აარჩიო, თითქოს ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად გენიალურია, რაც იშვიათობაა. ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მსახიობს აქვს გარდაქმნის გასაოცარი უნარი, ის თითქოს შესისხლხორცდება პერსონაჟთან.

მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი კანის კინოფესტივალზე

მერილ სტრიპი ოსკარზე 21-ჯერ იყო ნომინირებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მსახიობის 497-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოებზე, მათ შორის ოქროს გლობუსი, გრემი, ტონი, კანის კინოფესტივალის ოქროს პალის რტო, ხოლო ჯილდო 177-ზე აქვს მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ მერილ სტრიპი იმ ბედნიერ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს, რაც ჰო, იშვიათობაა.

მსახიობი კანის კინოფესტივალზე 1989 წელს

აღსანიშნავია მერილ სტრიპის დახვეწილი გემოვნება, რაც აისახება ყოველ მის გამოსვლაზე წითელ ხალიჩაზე და ასევე ეტყობა მის გმირებსაც. ყველას გახსოვთ მირანდა პრისტლის გასაოცარი გარდერობი The Devil Wears Prada-დან ან რა დაგვავიწყებს მისი გმირის გამორჩეულ სტილს ფილმიდან „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“.

მერილ სტრიპის საუკეთესო მომენტები წითელი ხალიჩიდან: 

| 1 | 2013 წელს OSCAR-ის დაჯილდოების ცერემონიალზე LANVIN-ის კაბაში.

meryl streep

| 2 | 2015 წელს OSCAR-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე LANVIN-ის სამოსში. 

| 3 | THE WOOD-ის პრემიერაზე ლონდონში ISSEY MIYAKE-ის სამოსში.

| 4 | GOLDEN GLOBE-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ამერიკელი დიზაინერის, CHRIS MARCH-ის თეთრ კაბაში. 

| 5 | ლონდონის კინოფესტივალზე მსახიობის საყვარელი ბრენდის LANVIN-ის კაბაში. 

| 6 | კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე (SAG)  VALENTINO-ს კაბაში. 

| 7 | ოსკარის დაჯილდოებაზე LANVIN-ის კაბაში. 

| 8 | გილდიის დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესში VALENTINO-ს კაბაში. 

| 9 | ნიუ-იორკში ფილმის RICKI AND FLASH პრემიერაზე VALENTINO-ს კაბით. 

| 10 |  THE POST-ის პრემიერაზე MCQUEEN-ის კაბაში, ALEXANDER BIRMAN-ის ფეხსაცმელსა და MR LEIGHT-ის სათვალეებში.

ზევით