#მოდა

MET GALA 2021: წითელი ხალიჩის 11 განუმეორებელი ჩაცმულობა

გაზიარება:

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასრულებისთანავე, ქალაქში ყველაზე ნანატრი და მოთხოვნადი გრანდიოზული კოსტუმირებული საღამო Met Gala 2021 გაიმართა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ მომღერლებს, მსახიობებს, მოდელებს, დიზაინერებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

Met Gala 2021 წლის კონცეფციის შთაგონების წყარო შემდეგნაირად ჟღერდა: "მოდური ლექსიკონი ამერიკაში", მიწვეული სტუმრებისთვის კი კონცეფცია უფრო დეტალურად იყო ახსნილი და ის "ამერიკულ თავისუფლებას" მოიაზრებდა.

2020 წლის კოსტუმირებული საღამოს გაუქმების შემდეგ, გასული საღამოს ღონისძიებას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, ღონისძიება ტრადიციულად სექტემბრის პირველ ორშაბათს ვერ მოეწყო, რადგან 6 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის დღე აღინიშნება და თავად ანა ვინტურსაც კი არ შეწევს მისი გადატანის საშუალება.

იმანი Met Gala 2021 წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ცნობილ ადამიანთა შორის უდავოდ ლიდერია, მოდელს აცვია Harris Reed.

ტიმოთი შალამე წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა, მსახიობმა ამჯერადაც ფავორიტი ბრენდის  Haider Ackermann-ის სამოსი მოირგო.

ზოი კრავიცმა არჩევანი Saint Laurent-ის ვერცხლისფერ, გამჭვირვალე კაბაზე შეაჩერა.

ამერიკელი სუპერმოდელის ჯიჯი ჰადიდის ნახვის პატივი Met Gala-ზე Prada-ს დიდებულ კაბაში გვერგო.

კენდალ ჯენერმა არჩევანი ამჯერადაც მისთვის საყვარელ სტილზე - Nude კაბაზე გააკეთა. სუპერმოდელს აცვია Givenchy.

ულამაზესი კაია გერბერი წითელ ხალიჩაზე Oscar de la Renta-ს შავი კაბით წარსდგა.

ბარბი ფერეირა წითელ ხალიჩაზე Jonathan Simkhai-ს კაბით გამოჩნდა.

მომაჯადოებელი გრაიმსი Iris van Herpen-ის კაბაში გამოწყობილი.

ერთადერთ და განუმეორებელ რიანას აცვია Balenciaga.

ემა ჩემბერლენი  Louis Vuitton-ის სამოსში.

უინი ჰარლოუ Iris van Herpen-ის სამოსით.

ზევით