#სილამაზე

MET GALA - ყველაზე შთამბეჭდავი სილამაზის ლუქები წითელი ხალიჩიდან

გაზიარება:

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა რამდენიმე საათის წინ დიდი ცეცხლი დაანთო კიდევ ერთხელ დაანთო და 2022 წლის Met Gala-ს უმასპინძლა. ამერიკული მოდის ანთოლოგიის თემის ქვეშ მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა, მოდელებმა თუ დიზაინერებმა თავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ საქველმოქმედო საღამოზე მოიყარეს თავი და საკუთარ ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას წითელ ხალიჩაზე მაქსიმალური გასაქანი მისცეს.

ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელში უცილობლად მოკრავდით თვალს Met Gala-ს ყველაზე ბრწყინვალე, გრაციოზულ ჩაცმულობებს. მოოქროვილი გლამურის დრეს კოდი წითელ ხალიჩაზე შეკრებილთა უმრავლესობამ ბუნებრივად აითვისა, გასულ ღამეს ჩვენ თვალისმომჭრელი ჩაცმულობებისა და ბიუთი ლუქების იდეალური სინთეზი ვიხილეთ. ძველი ჰოლივუდის გლამური და 1870-90-იანი წლების ამერიკის სილამაზე Met Gala-ზე გაცოცხლა.

ახალგაზრდა მოდელმა კაია გერბერმა დიდი საღამოსთვის, ასეთივე დიდი და მომაჯადოებელი ვარცხნილობა შეარჩია. კაიაას თმის შემდეგ, ჩვენს ყურადღებას მოდელის თვალები იპყრობდნენ, რომელიც სწორხაზოვანი შავი ლაინერითა და თვალის ჩრდილებით იყო მორთული, საბოლოო შტრიხი კი გერბერის nude ფერის ტუჩსაცხი გახლავთ.

მაუდ აპატოუმ ძველი ჰოლივუდის გლამურის მომსწრენი გაგვხადა. მსახიობმა მინიმალისტური შავი, გამჭვირვალე კაბა მოირგო, რომელსაც მბზინავი თვლები ამშვენებდა. მაუდის სილამაზის ლუქის მთავარი აქცენტი მაკიაჟზე, კერძოდ კი ტუჩებზე იყო გაკეთებული.

ჰოიონმა და მისმა მეიქაფ არტისტმა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე, გვიანი 1800-იანი წლების ზეთის მხატვრობას მიაგეს პატივის და თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული no makeup-makeup შეარჩიეს.

კიმ კარდაშიანიs ქერა თმა და მერილინ მონროს იმიჯი გასული საღამოს ერთ-ერთ საუკეთესო გარდასახვად იქცა. ქერა თმით კიმმა უკვე მოახერხა სილამაზის ლუქების საუკეთესო მომენტებში მოხვედრა, თუმცა არანაკლებ მიმზიდველი იყო მისი მაკიაჟი, რომელიც კარდაშიანის თვალებზე იყო კონცენტრირებული.

საღამოს დედოფალმა ნაომი კემპბელმა, წითელ ხალიჩაზე შავი კაბით და მბზინავი თვლებით დაიმშვენა თავი. ბზინვარება ნაომის მაკიაჟის ნაწილის გახდა და კაბის აქსესუარებმა სუპერმოდელის სილამაზის ლუქში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.

მოოქროვილი გლამურის ნათელი წარმომადგენელი Met Gala-ს საღამოზე, ახალგაზრდა მსახიობი კამილა მენდესი გახლდათ, რომელმაც როგორც კაბის, ასევე მაკიაჟის შერჩევისას სწორედ ოქროსფერზე გააკეთა არჩევანი.

მართალია 1800-იანი წლების რეფერენსებში, შავკანიანი ქალების ფოტოები ნაკლებად მოიძებნებოდა, თუმცა ლაურა ჰარიერმა გამოსავალი მაინც იპოვა. ლეგენდარული ჯოზეფინა ბეიკერის შთაგოენბით მსახიობმა გასულ ღამეს წითელ ხალიჩზე სილაამზესა და თავისუფლებას მიაგო პატივი.

ქლოი ბეილიც მოოქროვილი გლამურის წარმომადგენელი გახლდათ, მისი თვალის მაკიაჟია შიდა კუთხეებში ოქროსფერი ჩრდილით ის go to ტრენდია, რომელსაც ბოლო წლებია აქტიურად მივმართავთ.

ბოლოსკენ კი ტესა ტომპსონის სილამაზის ლუქს გადავავლოთ თვალი, Carolina Herrerra-ს ვარდისფერ კაბას, მსახიობის მონოქრომული მაკიაჟი ამშვენებდა.

ზევით